Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 98 არასრულწლოვნის გათავისუფლებისთვის მზადება. 1. საპატიმრო სასჯელის არანაკლებ ორი მესამედის მოხდის შემდეგ, მაგრამ გათავისუფლებამდე არაუგვიანეს 3 თვისა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება: ა) არასრულწლოვან მსჯავრდებულსა და მის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს ატყობინებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლების მოახლოებულ თარიღს; ბ) არასრულწლოვანს უზრუნველყოფს გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი სპეციალური პროგრამით; გ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში ამზადებს მისი სოციალური ჩართულობის საქმეს სააგენტოსთვის გადასაცემად, არასრულწლოვნის რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობისათვის; დ) არასრულწლოვან მსჯავრდებულს მისთვის გასაგები ფორმით აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გზით შეუძლია მას გათავისუფლების შემდეგ შესაბამისი დახმარებისა და მხარდაჭერის მიღება. 2. სააგენტოს წარმომადგენლები: ა) არასრულწლოვანს ხვდებიან დაწესებულებაში; ბ) იღებენ ყველა საჭირო ზომას, რათა არასრულწლოვნისათვის გასაგები იყოს მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის პირობები და საჭიროება; |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 98 გ) ეცნობიან არასრულწლოვნის სოციალური ჩართულობის საქმეს პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; დ) გათავისუფლების შემდეგ ყოფილი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ მათთვის მიმართვის შემთხვევაში, მიმართვიდან არაუგვიანეს 3 თვისა ამტკიცებენ მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმას; ე) შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფენ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში დაწყებული პროგრამების დასრულებას და სრულყოფას. 3. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდამდე არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წესით დანიშნული სასჯელის შემთხვევაში – სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური სამსახური: ა) არასრულწლოვან მსჯავრდებულს, მის კანონიერ წარმომადგენელს და სააგენტოს ატყობინებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლების მოახლოებულ თარიღს; ბ) სააგენტოს წერილობით მიმართავს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის მოთხოვნით. 4. სააგენტოს წარმომადგენელი: |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 98 ა) აფასებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებს და განსაზღვრავს მის საჭიროებებს; ბ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების დასრულებისთანავე შესაბამის დოკუმენტებს უგზავნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული მიმართვის და არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის ფორმასა და წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის 2-1 ნაწილის საფუძველზეა დანიშნული და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 3 თვეს არ აღემატება. 7. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმა უნდა მომზადდეს მის გათავისუფლებამდე სულ მცირე 2 თვით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ვადის დაცვა შეუძლებელია პირობით ვადამდე გათავისუფლების ან ამნისტიის/შეწყალების აქტის გამოცემის ანდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის გამო. |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 98 8. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის მოსამზადებლად მისი გათავისუფლებიდან 3 თვემდე ვადის განმავლობაში სააგენტო თანამშრომლობს იმ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან, სადაც არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ან სადაც ის აპირებს დაბრუნებას. |