FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

article  167

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შესრულების ვადა.
1. პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება, უნდა მიეცეს ვადა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შესრულებისათვის.
2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ზუსტად განსაზღვროს, თუ რა მოქმედების განხორციელება ევალება პირს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის.
3. პირი უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი ვალდებულება მისთვის ყველაზე ხელსაყრელი საშუალებით.
4. იმ პირის მიმართ, რომელიც დადგენილი ვადის განმავლობაში შეასრულებს აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებულ ვალდებულებას, აღსრულების უზრუნველყოფის ზომა არ გამოიყენება. პირის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება წყვეტს მოქმედებას.
5. ამ კოდექსის 166-ე მუხლში მითითებულ გადაუდებელ შემთხვევაში ვადა შეიძლება არ განისაზღვროს.