Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროფესიული კავშირების შესახებ article 23 პროფკავშირულ ორგანოში არჩეული და ძირითად სამუშაოზე დასაქმებული პროფკავშირული მუშაკის დაცვის გარანტიები. 1. მუშაკს, რომელიც არჩეულია პროფკავშირულ ორგანოში და გათავისუფლებული არ არის ძირითადი სამუშაოდან, შეიძლება მიეცეს საწარმოო საქმიანობისგან თავისუფალი დრო პროფკავშირული მოვალეობის შესრულებისთვის და ხანმოკლე სწავლებისთვის (კვალიფიკაციის ამაღლებისთვის) კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 2. მუშაკი, რომელიც არჩეულია პროფკავშირულ ორგანოში ან პროფკავშირული კონფერენციის ან ყრილობის დელეგატად, თავისუფლდება საწარმოო საქმიანობისგან კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად ამ ორგანოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. 3. დაუშვებელია დამსაქმებელთა ინიციატივით, პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის ან წევრის, პროფორგანიზატორის (პროფჯგუფორგის) სამუშაოდან დათხოვნა, სხვა სამუშაოზე გადაყვანა ან დისციპლინური წესით დასჯა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |