FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  8

ფინანსური სარგებლის მიღების, შეთავაზების/მიცემის  აკრძალვა.
1. აკრძალულია ორგანოს დონაციის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან ნებისმიერი სხვა სარგებლის მიღება, შეთავაზება/მიცემა. ასევე აკრძალულია ორგანოებით ვაჭრობა.
2. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს ეკრძალება ორგანოს მოპოვებასა და გადანერგვაში მონაწილეობა, თუ მისთვის ცნობილია ან მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგების საფუძველზე ხორციელდება.
3. ორგანოს მოპოვების ან გადანერგვის არაეთიკურ, ამ კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგო პრაქტიკაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია კომპეტენტურ უწყებას.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ გადახდებზე, რომლებიც არ არის ფინანსური მოგება ან მისი თანაზომადი უპირატესობა, კერძოდ:
    ა) ცოცხალი დონორის კომპენსაცია შემოსავლის დაკარგვის ან/და ნებისმიერი სხვა სახის დასაბუთებული ხარჯის გამო, რომელიც გამოწვეულია ორგანოს ამოღებით ან მასთან დაკავშირებული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებით;
    ბ) ორგანოს მოპოვების ან/და გადანერგვის მიზნით გაწეული კანონიერი სამედიცინო ან მასთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურების დასაბუთებული საფასურის გადახდა;
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  8

გ) კომპენსაცია ცოცხალი ადამიანისგან ორგანოს ამოღებით გამოწვეული გაუთვალისწინებელი დაზიანების შემთხვევაში.
5. გადანერგვის ცენტრი პასუხისმგებელია დონორის ყველა სამედიცინო ხარჯის დაფარვისთვის, რომლებიც წარმოიშობა დონაციის გამო ან მასთან დაკავშირებით. ცოცხალ დონორს ან გარდაცვლილი დონორის ოჯახს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის გადასახდელი ორგანოს დონაციის/მოპოვების მიზნით ჩატარებული სამედიცინო პროცედურებისთვის.
6. ტრანსპლანტაციური მკურნალობა ეფუძნება ორგანოების ნებაყოფლობით და უანგარო დონაციას, დონორის ალტრუიზმსა და რეციპიენტისადმი დონორის სოლიდარობას ორგანოს გადანერგვის საჭიროების შემთხვევაში. სახელმწიფო ხელს უწყობს ორგანოების არაკომერციულ საწყისებზე მოპოვებას და ტრანსპლანტაციური მკურნალობის არამოგებიანობას. ამისთვის სამინისტრო ახორციელებს ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.