Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 9
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 381 მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა, მისი გაცემის წესი და პირობები. 1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის (შემდგომ − ნებართვა) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2. ნებართვის მისაღებად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია: ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების დასახელება, რაოდენობა (წონა), შემადგენლობა და შეფუთვის ფიზიკური აღწერა; ბ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების სასაქონლო კოდი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) მიხედვით; გ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების მდგომარეობა, კერძოდ, აღნიშნული ნივთიერება ახალია, ამოღებულია/შეგროვებულია, რეციკლირებულია თუ აღდგენილია; დ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზანი; |
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 381 ე) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში – აგრეთვე მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი, იმპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა (იმპორტის სახელმწიფოს კანონმდებლობაში ასეთი ნებართვის არსებობის შემთხვევაში) და ნებართვის მაძიებელსა და აღნიშნული ნივთიერების გადაზიდვაში მონაწილე ყველა სხვა ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები; ვ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების − მეთილბრომიდის იმპორტის შემთხვევაში − აგრეთვე დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ნივთიერების მოხმარების მიზნის, დროისა და ადგილის და მისი განთავსების ადგილის შესახებ. |
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 381 3. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ნივთიერებების იმპორტის ნებართვის გაცემისას ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა ერთოდეს შესაბამისი ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი, ექსპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვა და აღნიშნული ნივთიერების ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისთვის გამოყენების დასაბუთება დეტალური აღწერით, რომელიც მოიცავს ნივთიერების გამოყენების აუცილებლობისა და უალტერნატივობის, მისი გამოყენების კონკრეტული მიზნისა და შედეგის დასაბუთებას და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საჭიროებისამებრ მოთხოვნილ სხვა ინფორმაციას. [1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის (შემდგომ − ნებართვა) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა სააგენტო. |
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 381 2. ნებართვის მისაღებად სააგენტოსთვის წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია: ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების დასახელება, რაოდენობა (წონა), შემადგენლობა და შეფუთვის ფიზიკური აღწერა; ბ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების სასაქონლო კოდი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) მიხედვით; გ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების მდგომარეობა, კერძოდ, აღნიშნული ნივთიერება ახალია, ამოღებულია/შეგროვებულია, რეციკლირებულია თუ აღდგენილია; დ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზანი; ე) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში – აგრეთვე მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი, იმპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა (იმპორტის სახელმწიფოს კანონმდებლობაში ასეთი ნებართვის არსებობის შემთხვევაში) და ნებართვის მაძიებელსა და აღნიშნული ნივთიერების გადაზიდვაში მონაწილე ყველა სხვა ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები; |
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 381 ვ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების − მეთილბრომიდის იმპორტის შემთხვევაში − აგრეთვე დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ნივთიერების მოხმარების მიზნის, დროისა და ადგილის და მისი განთავსების ადგილის შესახებ. |
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 381 4. ნებართვა გაიცემა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კვოტირებული და ნებადართული ნივთიერებების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე, აგრეთვე საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისთვის – შესაბამისი დანართით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტზე. გამონაკლისის წესით ნებართვა გაიცემა აგრეთვე „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული, მონრეალის ოქმით აკრძალული ნივთიერებების იმპორტზე, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ლაბორატორიულ ან/და კვლევით მიზნებთან. |
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 381 5. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობა გაიცემა ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. 6. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მომავალი წლის საიმპორტო კვოტა მტკიცდება ყოველი წლის 15 სექტემბრამდე, „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. კვოტირებული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის მომავალ წელს განსახორციელებლად ნებართვის მისაღებად განცხადებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იღებს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა. [5. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობა გაიცემა ნებართვის გაცემის შესახებ სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 381 7. ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. ნებართვას არ საჭიროებს 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 1 ლითონის კონტეინერით „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ჰიდროფთორნახშირბადების არაუმეტეს 13,5 კგ-ის იმპორტის განხორციელება. 8. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, მის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის საკითხები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. |
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 381 9. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 10. ნებართვის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი. მისი წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონის 7-1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 11. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 12. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი აღირიცხება მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში. |