FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  13

ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელების პრინციპები, მარეგულირებელი ნორმები და წესები.
1. განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის, გათბობის ან გაგრილების წარმოების წესი, ბიომასის ბიოსაწვავად ან სხვა ენერგოპროდუქტად გარდაქმნის პროცესთან დაკავშირებული წარმოების წესი, აგრეთვე ამ წარმოებასთან​ დაკავშირებული გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების ინფრასტრუქტურის ავტორიზაციის, სერტიფიცირებისა და ლიცენზირების პროცედურების განმსაზღვრელი ნებისმიერი წესი უნდა იყოს აუცილებელი და ამ აუცილებლობის პროპორციული.
2. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები:
    ა) ავტორიზაციის, სერტიფიცირებისა და ლიცენზირების, აგრეთვე სივრცითი დაგეგმარების პროცედურების განხორციელებისთვის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ნათლად განსაზღვრული პასუხისმგებლობა და კოორდინირებული ქმედებების განხორციელება, მათ შორის, დაგეგმვისა და მშენებლობის შესახებ განაცხადების განსაზღვრის გამჭვირვალე განრიგის არსებობა;
    ბ) განახლებადი ენერგიის დანადგარების ავტორიზაციის, სერტიფიცირებისა და ლიცენზირების შესახებ განაცხადების დამუშავების თაობაზე ამომწურავი ინფორმაციის არსებობა, აგრეთვე განმცხადებლებისთვის დახმარების გაწევის შესაძლებლობა (ხელმისაწვდომობა) შესაბამის დონეზე;
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  13

გ) ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესება და მათი განხორციელების დაჩქარება ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე;
    დ) ავტორიზაციის, სერტიფიცირებისა და ლიცენზირების მარეგულირებელი წესების ობიექტურობა, გამჭვირვალობა და პროპორციულობა, ამ წესებით განმცხადებლების მიმართ არადისკრიმინაციული დამოკიდებულების უზრუნველყოფა და განახლებადი ენერგიის თითოეული ტექნოლოგიის თავისებურების სრულად გათვალისწინება;
    ე) მომხმარებლების, დამპროექტებლების, არქიტექტორების, მშენებლების, აღჭურვილობისა და სისტემის მემონტაჟეებისა და მიმწოდებლების მიერ გადახდილი ადმინისტრაციული მოსაკრებლის გამჭვირვალობა და ამ მოსაკრებლის მათ მიერ გაწეულ ხარჯებთან შესაბამისობა;
    ვ) მცირე პროექტებისა და დეცენტრალიზებული მოწყობილობებისთვის, რომლებიც ენერგიას განახლებადი წყაროებიდან აწარმოებს, გამარტივებული და ნაკლებად დამამძიმებელი პროცედურების დადგენა, რომლებიც პროცესის მარტივი შეტყობინების საფუძველზე განხორციელებას მოიცავს. ეს გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობით.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  13

3. საქართველოს მთავრობა შესაბამის მხარდაჭერის სქემაში განსაზღვრავს იმ ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განახლებადი ენერგიის აღჭურვილობა და სისტემები მხარდაჭერის სქემით სარგებლობისათვის. ეს ტექნიკური მახასიათებლები არ უნდა იყოს განახლებადი ენერგიის ანალოგიური აღჭურვილობისა და სისტემებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებზე ნაკლები.
4. საქართველოს მთავრობა რეკომენდაციას უწევს ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებს, რომ სამრეწველო და საცხოვრებელი ტერიტორიების დაგეგმვის, დაპროექტების, მშენებლობისა და განახლების დროს აღჭურვილობისა და სისტემების დამონტაჟება განხორციელდეს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების და ცენტრალური გათბობისა და ცენტრალური გაგრილების გამოსაყენებლად.
5. საქართველოს მთავრობამ უნდა წაახალისოს ავტონომიური რესპუბლიკებისა  და მუნიციპალიტეტების ორგანოები, რათა მათ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული გათბობა და გაგრილება გაითვალისწინონ დასახლებული პუნქტების ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  13

6. საქართველოს მთავრობა კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მშენებლობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით სათანადო მარეგულირებელი ნორმების დანერგვას სამშენებლო სექტორში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ყველა სახის ენერგიის წილის გაზრდის მიზნით.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განსაზღვრისას ან რეგიონული მხარდაჭერის სქემების შემუშავებისას საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გაითვალისწინოს ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვან ზრდასთან, კოგენერაციასა და პასიური, დაბალი ან ნულოვანი ენერგეტიკული ხარჯის მქონე შენობებთან დაკავშირებით დადგენილი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებები.
8. საქართველოს მთავრობა კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს, რომ მშენებლობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე გათვალისწინებულ იქნეს ახალ შენობებში, აგრეთვე არსებულ შენობებში, რომლებიც საფუძვლიან რეკონსტრუქციას საჭიროებს, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მინიმალური დონის გამოყენების ვალდებულება. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს აღნიშნული მინიმალური დონის გამოყენების ვალდებულების შესრულებას, მათ შორის, ცენტრალური გათბობისა და ცენტრალური გაგრილების სისტემებში განახლებადი  წყაროების მნიშვნელოვანი წილის გამოყენებით.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  13

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნა თავდაცვის ძალებზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ამ მოთხოვნის შესრულება არ ეწინააღმდეგება თავდაცვის ძალების საქმიანობის ხასიათსა და პირველად მიზანს, გარდა იმ მასალებთან დაკავშირებული მოთხოვნისა, რომლებიც მხოლოდ სამხედრო დანიშნულებით გამოიყენება.
10. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ საჯარო დანიშნულების ახალ შენობებში, აგრეთვე არსებულ შენობებში, რომლებიც საფუძვლიან რეკონსტრუქციას საჭიროებს, ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე უზრუნველყოფილ იქნეს ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა 2022 წლის 1 იანვრიდან.
11. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა თითქმის ნულოვანი ენერგეტიკული ხარჯის მქონე შენობებისთვის განკუთვნილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების დაკმაყოფილებით ან იმის უზრუნველყოფით, რომ მესამე მხარემ საჯარო ან შერეული ტიპის, კერძო-საჯარო შენობების სახურავები იმ დანადგარებისთვის გამოიყენოს, რომლებიც ენერგიას განახლებადი წყაროებიდან გამოიმუშავებს.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  13

12. საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს მშენებლობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული გათბობისა და გაგრილების სისტემებისა და მოწყობილობების გამოყენების ვალდებულების გათვალისწინებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის მოხმარებას. საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ენერგეტიკული ან ეკოლოგიური ეტიკეტები ან სხვა სათანადო სერტიფიკატები ან სტანდარტები, როგორც ასეთი სისტემებისა და მოწყობილობების ხელშეწყობის საფუძველი.
13. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ბიომასის შემთხვევაში ხელს შეუწყობს მისი გადამუშავების ტექნოლოგიებს, რომელთა მეშვეობითაც მიღწეული იქნება გადამუშავების სულ მცირე 85%-იანი ეფექტიანობის მაჩვენებელი საყოფაცხოვრებო ან კომერციული მიზნით გამოყენებისას და სულ მცირე 70%-იანი ეფექტიანობის მაჩვენებელი სამრეწველო მიზნით გამოყენებისას.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  13

14. სამინისტრო უზრუნველყოფს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც თბური ტუმბოების შემთხვევაში ხელს შეუწყობს იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც აკმაყოფილებს თბური ტუმბოების ეკოლოგიური ეტიკეტირების მინიმალურ მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია ეკოლოგიური ეტიკეტირების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით, კერძოდ, ელექტრო-, გაზისა და გაზის აბსორბციული თბური ტუმბოების ეკოლოგიური ეტიკეტირების ეკოლოგიურ კრიტერიუმებს.
15. სამინისტრო უზრუნველყოფს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც მზის თერმული ენერგიის შემთხვევაში ხელს შეუწყობს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერტიფიცირებული მოწყობილობებისა და სისტემების გამოყენებას, მათ შორის, ეკოლოგიურ ეტიკეტირებას, ენერგეტიკულ ეტიკეტირებას და სხვა სტანდარტულ ტექნიკურ სისტემებს, რომლებსაც ევროპული სტანდარტიზაციის ორგანოები დაადგენენ.
16. ამ მუხლის მიზნებისთვის სისტემებისა და მოწყობილობების კონვერსიის ეფექტიანობის, აგრეთვე შემავალი და გამომავალი მაჩვენებლების კოეფიციენტის შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ენერგეტიკული გაერთიანების პროცედურები, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − საერთაშორისო პროცედურები (თუ ასეთი პროცედურები არსებობს).