Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ article 38 მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება. 1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა ორგანოებმა უნდა მიმართონ ყველა მარეგულირებელ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომას მონაცემთა კონფიდენციალურობის დასაცავად და მათი გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად. 2. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოების თანამშრომლები, რომლებისთვისაც სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას ინდივიდუალური მონაცემები პირდაპირ არის ხელმისაწვდომი, აგრეთვე სტატისტიკის ეროვნული სისტემის ფარგლების გარეთ აღწერის პროცესში მონაწილე პირები ვალდებული არიან დაიცვან აღნიშნული მონაცემების კონფიდენციალურობა სამსახურში მუშაობის პერიოდში და მუშაობის შეწყვეტის შემდეგაც. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული კატეგორიის პირებს არ აქვთ უფლება, გამოიყენონ ინდივიდუალური მონაცემები სხვა მიზნებისთვის, გარდა სტატისტიკური მიზნებისა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული კატეგორიის პირებმა სამსახურში მიღებისთანავე ხელი უნდა მოაწერონ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის პირობას. 5. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოების თანამშრომლებს ეკრძალებათ სტატისტიკური მიზნებისთვის შეგროვებული და დამუშავებული კონფიდენციალური სტატისტიკური მონაცემების პირადი, აკადემიური, სამეცნიერო ან სხვა საქმიანობისთვის გამოყენება და გავრცელება. |