Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 107 ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების განსახილველად წარუდგენლობა ან შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა. 1. პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების განსახილველად წარუდგენლობა ან შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. |