Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 207 1. თუ მხილების განცხადება მიმართულია საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის ან/და სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლის წინააღმდეგ, მამხილებელს უფლება აქვს, მხილების განცხადებით მიმართოს ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს. 2. თუ მხილების განცხადება მიმართულია საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის ან/და სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინააღმდეგ, მამხილებელს უფლება აქვს, მხილების განცხადებით მიმართოს ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს. 3. თუ მხილების განცხადება მიმართულია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის წინააღმდეგ, მამხილებელს უფლება აქვს, მხილების განცხადებით მიმართოს ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ზემდგომ თანამდებობის პირს. საქართველოს 2014 წლის 2 აპრილის კანონი №2172 - ვებგვერდი, 14.04.2014წ. |