FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  48

საჯარო შესყიდვის ლოტებად განხორციელება.
1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით, შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესასყიდად საჯარო შესყიდვა განახორციელოს ლოტებად ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ლოტებად დაყოფას საფუძვლად უნდა დაედოს ტექნიკური ან ეკონომიკური ასპექტები. თუ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების წლიური ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის პირობებში დაასაბუთოს შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ლოტებად დაყოფის შეუძლებლობა და საჯარო შესყიდვის ამგვარად განუხორციელებლობა.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  48

2. შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ლოტებად დაყოფისა და საჯარო შესყიდვის ამგვარად განხორციელების შემთხვევაში მონეტარული ზღვრების დაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს განხორციელებული/განსახორციელებელი საჯარო შესყიდვის პროცედურების ჯამური ღირებულება თითოეული ლოტის მიმართ. ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთი დაფინანსების წყაროდან შესასყიდი შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების საჯარო შესყიდვა ერთ შესყიდვად მიიჩნევა. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებების გათვალისწინებით, დასაშვებია საჯარო შესყიდვის პროცედურების ცალ-ცალკე განხორციელება, თუმცა მონეტარული ზღვრების დაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს განხორციელებული/განსახორციელებელი საჯარო შესყიდვის პროცედურების ჯამური ღირებულება.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  48

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ერთ შესყიდვად მიიჩნევა აგრეთვე ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების საჯარო შესყიდვა, რომელიც ერთიანი მიზნის მისაღწევად ან/და ერთიანი შედეგის მისაღებად ხორციელდება. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია საჯარო შესყიდვის პროცედურებს, როგორც წესი, ლოტებად ახორციელებს. თუ საჯარო შესყიდვის პროცედურები ცალ-ცალკე ვერ ხორციელდება და შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების წლიური ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის პირობებში დაასაბუთოს შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ლოტებად დაყოფის შეუძლებლობა. საჯარო შესყიდვის ლოტებად განხორციელების შემთხვევაში მონეტარული ზღვრების დაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს განხორციელებული/განსახორციელებელი ლოტების სავარაუდო ჯამური ღირებულება.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  48

4. საჯარო შესყიდვის ლოტებად განხორციელების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის პირობებში განსაზღვროს იმ ლოტების რაოდენობა, რომლებში განაცხადის/წინადადების წარდგენაც ერთ ეკონომიკურ ოპერატორს შეუძლია. თუ ერთ ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, განაცხადი/წინადადება რამდენიმე ან ყველა ლოტში წარადგინოს, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება განსაზღვროს იმ ლოტების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა ფარგლებშიც შესყიდვის ხელშეკრულება ერთ ეკონომიკურ ოპერატორთან დაიდება. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის პირობებით დაადგინოს და დაასაბუთოს ობიექტური და არადისკრიმინაციული კრიტერიუმები ან წესები, რომელთა მიხედვითაც იგი განსაზღვრავს ლოტებს, რომელთა ფარგლებშიც დაიდება შესყიდვის ხელშეკრულება ეკონომიკურ ოპერატორთან, თუ იგი დასაშვებზე მეტი რაოდენობის განაცხადს/წინადადებას წარადგენს.
5. დაუშვებელია საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა მონეტარული ზღვრებისთვის თავის ასარიდებლად. საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფად არ მიიჩნევა ნებისმიერი შემდეგი შემთხვევა:
    ა) საჯარო შესყიდვის პროცედურების ცალ-ცალკე განხორციელება გამოწვეულია ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა, რაც უნდა დასაბუთდეს;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  48

ბ) საჯარო შესყიდვის პროცედურების ცალ-ცალკე განხორციელება გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვით, რაც უნდა დასაბუთდეს;
    გ) საჯარო შესყიდვის პროცედურების ცალ-ცალკე განხორციელება არის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევა, როდესაც განხორციელებული/განსახორციელებელი საჯარო შესყიდვის ღირებულებები, საჯარო შესყიდვის ბუნებიდან და მასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, არ უნდა დაჯამდეს.
6. შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ლოტებად დაყოფისა და საჯარო შესყიდვის განხორციელების წესი, აგრეთვე საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის თავიდან აცილებისა და გამოვლენის მეთოდოლოგია განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.