Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სპორტის შესახებ article 1 საქართველოს კანონმდებლობა სპორტის სფეროში , მისი მიზნები და ამოცანები. 1. საქართველოს კანონმდებლობა სპორტის სფეროში ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებს, ამ კანონს, სხვა საკანონმდებლო აქტებს და საერთაშორისო ხელშეკრულებებს. 2. საქართველოს კანონმდებლობა სპორტის სფეროში ემსახურება ერის გაჯანსაღების, მოქალაქეთა ჯანმრთელობის განმტკიცების საქმეს, პატრიოტიზმის, ჰუმანიზმის სულისკვეთებით აღზრდას, შრომისა და სამშობლოს დაცვისათვის მომზადებას, ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივებას, მაღალი სპორტული შედეგების მიღწევას. 3. სპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მიზნებია: ა) ერის გაჯანსაღება; ბ) სულიერად და ფიზიკურად ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება; გ) სპორტის სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის კონსტიტუციური უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა და დაცვა; დ) სპორტის სფეროში მმართველობის ცენტრალური სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციის განსაზღვრა; ე) საკანონმდებლო გარანტიების შექმნა სახელმწიფო, საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების თავისუფალი ფუნქციონირებისათვის; ვ) სპორტის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობის განსაზღვრა და მათ შორის ურთიერთობათა დარეგულირება; ზ) სპორტის სფეროში მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების დანერგვა; |