Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 44 საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა გადაცემა. 1. შუამდგომლობის/განცხადების მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და ცნობას მსჯავრდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ ადგენს შუამდგომლობას იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინაშე, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულის გადაცემის საკითხის განხილვის პროცესში მოპოვებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე ადგენს დასკვნას მსჯავრდებულის გადაცემის მიზანშეწონილობის თაობაზე, რომელსაც წარუდგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს. 4. მსჯავრდებულის გადაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში მსჯავრდებულის გადაცემა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. 5. მსჯავრდებულის გადაცემის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცნობებს შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს/განმცხადებელს შუამდგომლობის/ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 44 6. მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წერილობით აცნობებს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, აგრეთვე მიმართავს პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულის გადაცემის პროცედურების განხორციელებისათვის. 7. თუ გადაცემული მსჯავრდებულის მიმართ საქართველოში გამოტანილი განაჩენი შეიცვალა ან გაუქმდა, ან მსჯავრდებულს შეეხო საქართველოში გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გადაეცა მსჯავრდებული. 8. თუ განაჩენი გაუქმდა და ხელახლა დაიწყო საქმის გამოძიება ან სასამართლო განხილვა, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ სათანადო შუამდგომლობის აღძვრის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი გადაწყვეტილების ასლს და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს უგზავნის იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გადაეცა მსჯავრდებული. |