Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 42
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები (ქვეპროგრამები) შემდეგი რედაქციით: 1. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი წარმომადგენლობითი ორგანოს გამართული ფუნქციონირება, ვინაიდან იგი არის რეგიონის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი, საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ფუნქციების მქონე ხელისუფლების შტო. 1.1. საკანონმდებლო საქმიანობა კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება, კონტროლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაზე. საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. საარჩევნო გარემოს განვითარება აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების, კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით ვადებში დაგეგმვა და გამართვა. არჩევნების სამართლებრივი, ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა. საარჩევნო კამპანიის წარმართვა დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მიზნით. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 2.1. საარჩევნო სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება საარჩევნო მიზნებისათვის პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების, მასში თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინების, საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციონირებისა და საარჩევნო პროცესის მუდმივი სრულყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 3. აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა რეგიონის ინსტიტუციური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია აღმასრულებელი ორგანოს გამართული ფუნქციონირება. 3.1. მთავრობის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების პირობების შექმნა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის განხორციელება; მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი და ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა; მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის განხორციელება. მთავრობის თავმჯდომარის თანამშრომლობის ხელშეწყობა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის დაწესებულებებთან. 4. რეგიონის ფინანსური რესურსების მართვა და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა ეფექტიანი და გამჭვირვალე საბიუჯეტო პროცესის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ფინანსების მოქნილ მართვას, სექტორში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სისტემის ჩამოყალიბებას, აგრეთვე სახელმწიფო სახსრების ეკონომიურ და ეფექტიანად ხარჯვაზე მონიტორინგს. ელექტრონული ხაზინის ძირითადი ექსპლუატაცია. რეგიონში ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს შექმნისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების გამჭვირვალედ და ეფექტიანად მართვა, მისი სრულყოფილად აღრიცხვა, მოვლა-პატრონობა და პრივატიზაცია. რეგიონის, მუნიციპალიტეტებისა და დასახლებების სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების ხელშეწყობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, გენდერულად მგრძნობიარე და გენდერულად პასუხისმგებლიანი ინფრასტრუქტურის მოწყობა. დამწყები და განვითარებადი ბიზნესის ხელშეწყობა. ბიზნეს ინტერესების დაცვა და ექსპორტის ხელშეწყობა. საფრთხის შემცველი ობიექტების მონიტორინგი და მართვა. 4.1. ფინანსების, ეკონომიკური პოლიტიკისა და ქონების სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საფინანსო სისტემის მართვა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების უზრუნველყოფა. რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდის მიზნით ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანად შემუშავება და წარმართვა. ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განხორციელება. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების პროცესის წარმართვა. 4.2. რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა რეგიონის საინვესტიციო-საპრივატიზაციო პროცესის სრულყოფა; რეგიონის, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველი ადგილის ცნობადობის ამაღლება; ქონების მართვისა და პრივატიზების პროცესის ეფექტური ადმინისტრირება. 4.2.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვა ელექტრონული აუქციონების განცხადების განთავსებისა და ვაჭრობის პროცესის უზრუნველყოფის მომსახურების შეძენა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების დაცვის მიზნით დარაჯების (ყარაულები) დროებით სამუშაოზე აყვანა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების სხვადასხვა ორგანიზაციებისგან დაცვითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა; სახელმწიფო ქონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საბაზრო ღირებულებისა და საიჯარო ღირებულების დადგენა; სახელმწიფო ქონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მოვლა-პატრონობა და შენახვა. 4.2.2. რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საინვესტიციო პოტენციალის ცნობადობის გაზრდა. რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ საპრომოუშენო მასალების მომზადება; რეგიონის შიგნით და გარეთ საინვესტიციო შეხვედრების და ღონისძიებების ორგანიზება, მონაწილეობის უზრუნველყოფა და რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა. 4.3. ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიების ურბანული განვითარების ხელშეწყობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება. მთის კურორტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. გენდერულად მგრძნობიარე და გენდერულად პასუხისმგებლიანი ინფრასტრუქტურის მოწყობა. 4.3.1. სივრცითი მოწყობის, დასახლებათა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების (ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის გარდა) ტერიტორიებზე შემუშავებული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების სისტემური რევიზია, განახლება და განხორციელებაზე მონიტორინგი, თემატური ვებ-გვერდის მართვა. 4.3.2. აჭარის ტერიტორიაზე არსებული მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარება აჭარის ტერიტორიაზე არსებული მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარება, მათი პოპულარიზაციის გაზრდა, საინვესტიციო გარემოს შექმნაზე ხელშეწყობა, მთის რეგიონის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა გენდერული ასპექტების გათვალისწინებით. 4.3.3. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა აჭარის რეგიონში ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილების განვითარების ხელშეწყობა გენდერული ასპექტების გათვალისწინებით. 4.4. სახაზინო მომსახურება ელექტრონული ხაზინის ძირითადი ექსპლუატაცია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება, მისი შემოსულობების და გადასახდელების ზუსტი და ოპერატიული აღრიცხვა. ბიუჯეტის ოპერატიული, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 4.5. დამწყები და განვითარებადი ბიზნესის ხელშეწყობა ინკუბირებული კომპანიების საქმიანობის ხელშეწყობა-მონიტორინგი და ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო სერვისების და რესურსების მიწოდება. დამწყები და განვითარებადი ბიზნესისთვის ბაზარზე ცნობადობის ამაღლება. 4.6. ბიზნეს ინტერესების დაცვა და ექსპორტის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრების ინტერესების დაცვა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში. სერვისების დახვეწა, ბიზნესმენებისა და ინვესტორების საქმიანობისათვის ხელშეწყობა. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ბიზნეს ასოციაციების გაძლიერება და პალატის რესურსების მობილიზება ამ მიზნების მისაღწევად, ბიზნესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობის გაზრდა. აჭარის რეგიონის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 4.7. საფრთხის შემცველი ობიექტებისათვის მომსახურების მიწოდება და მართვა საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური დიაგნოსტირების ჩატარება, სამშენებლო მასალებსა და პროდუქციაზე გამოცდების ჩატარება. მზა ბეტონის სიმტკიცის განსაზღვრა კუმშვაზე, ბეტონის საკედლე ქვების, სიმტკიცის განსაზღვრა კუმშვაზე, არამადნეული მასალების, მოსაპირკეთებელი და საგზაო მასალების ხარისხის შემოწმება; არმირების პარამეტრების და არმატურის კოროზიის ხარისხის დადგენა ურღვევი მეთოდით, საავტომობილო გზების ასფალტისა და ასფალტბეტონის საფარის გეომეტრიული პარამეტების დადგენა და მისი სიმტკიცის მახასიათებლების განსაზღვრა ურღვევი მეთოდით, ფიზიკურ–მექანიკური თვისებების დადგენა კერნის ამოღებით და მისი ლაბორატორიაში შემდგომი დამუშავებით. მიწისა და შენობა–ნაგებობების აზომვითი ნახაზების შედგენა და საბაგირო გზის ბაგირის შემოწმება. 5. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტრატეგიული გეგმის მიხედვით, დეპარტამენტის 2025-2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა, რაც გულისხმობს ტურიზმისა და კურორტების სფეროში ეფექტური პოლიტიკის გატარებას და რეგიონის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ხელშეწყობას, რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების გამოვლენას, ტურისტული პროდუქტების გამრავალფეროვნებას და რეგიონის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო და შიდა ბაზარზე, ურთიერთთანამშრომლობითა და ინოვატორული ინიციატივებით პარტნიორებისა და დაინტერესებული პირების დახმარებას ხარისხის სტანდარტის ამაღლებაში. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 5.1. ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ტურიზმისა და კურორტების სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარება და დარგის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება. ქვეყანაში ტურიზმისა და კურორტების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ტურიზმისა და კურორტების სფეროებში განსახორციელებელი პროგრამების შესრულების კოორდინაცია და მართვა. რეგიონში დარგის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო მონაცემების მოგროვება და ანალიზი. 5.1.1. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მართვა ქვეყანაში ტურიზმისა და კურორტების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ტურიზმისა და კურორტების სფეროებში განსახორციელებელი პროგრამების შესრულების კოორდინაცია და მართვა. 5.1.2. დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის კვლევა და სტატისტიკის წარმოება რეგიონში დარგის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო მონაცემების მოგროვება და ანალიზი. ადგილობრივი ტურისტული ბაზრის კვლევა, უცხოელ ტურისტთა ბაზრის კვლევა, ტურისტების ვიზიტის აღწერა, მათი კმაყოფილების დონისა და მოთხოვნების კვლევა. სტატისტიკური ანალიზი. 5.2. აჭარის ტურისტული მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის ცნობადობის ამაღლება; რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ბაზარზე; 5.2.1. რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზრებზე საერთაშორისო ბაზარზე რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი და რეკლამირება; მიზნობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე (აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გერმანია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, სკანდინავიის ქვეყნები, ესტონეთი, თურქეთი, ისრაელი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა, უნგრეთი, ფინეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია, ამერიკა, აზიის ქვეყნები და სხვა) სარეკლამო და პიარ კამპანიების წარმოება სატელევიზიო რეკლამის, ინტერნეტ რეკლამის, ბეჭდური მედიის, გარე რეკლამისა და სხვა სარეკლამო საშუალებების გამოყენებით; საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, ასევე აჭარის რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში პრეზენტაციების, სამუშაო შეხვედრების და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება რეგიონის პოპულარიზაციის და ცნობადობის გაზრდის მიზნით. ასევე, სარეკლამო-საინფორმაციო და საპრომოციო მასალების გავრცელება, სარეკლამო-საინფორმაციო, გაცნობითი და გამოცდილების გაზიარებითი ტურების ორგანიზება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. 5.2.2. რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება ქვეყნის შიგნით შიდა მომხმარებლებზე გათვლილი მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიის წარმოება; შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით სარეკლამო-საინფორმაციო და გაცნობითი ტურების ორგანიზება; სხვადასხვა სარეკლამო საშუალებით რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება და ტურიზმის სტიმულირება ქვეყნის შიდა ბაზარზე; სხვადასხვა ღონისძიების, წარმოდგენის, შოუების, ინსტალაციების, ფესტივალების და სხვა პიარ-აქტივობების ორგანიზება შიდა ტურიზმის სტიმულირების, ტურისტული პრუდუქტების პოპულარიზაციისა და მოგზაურობის წახალისების მიზნით. 5.2.3. რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის საჭირო მასალების დამზადება სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის მომზადება და გავრცელება. 5.3. ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარება რეგიონის ტურისტული პროდუქტების განვითარება და მომსახურების ხარისხის ამაღლება. რეგიონში არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარება და ახალი პროდუქტების შექმნა. ტურიზმის დარგში დასაქმებულთა კვალიფიკაციის განვითარება და ტურიზმის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ტურისტული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. სრულყოფილი ინფორმაციითა და ხარისხიანი მომსახურებით ტურისტების უზრუნველყოფა. 5.3.1. სრულყოფილი ინფორმაციითა და ხარისხიანი მომსახურებით ტურისტების უზრუნველყოფა. ტურისტული საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლების გადამზადება; ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება; ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრების მოდერნიზაცია-განახლება; სოფლის ტურიზმის თემატიკის საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. 5.3.2. ტურისტული პროდუქტების განვითარება და დივერსიფიკაცია. არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარება და ახალი პროდუქტების შექმნა. სხვადასხვა სეზონური ღონისძიებების (კონფერენციების, ფესტივალების) ორგანიზება. ახალი ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირება და მათი მარკირება; ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტირება და მოწყობა-მშენებლობა, ტურისტული მასალების ბეჭდვა; გაცნობითი-სარეკლამო ტურების და აქტივობების ორგანიზება. 5.3.3. ტურიზმის დარგში სერვისის განვითარების ხელშეწყობა. რეგიონის ტურიზმის დარგის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით დარგში დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მხრივ არსებული საჭიროებებისთვის მიზანმიმართული ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება. ტურისტულ ობიექტებში მომსახურების ხარისხის რეგულარული მონიტორინგი და შეფასება. ღონისძიებების, მასტერკლასების, ექსპედიციების და სხვადასხვა აქტივობის ორგანიზება მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით. საინფორმაციო ბროშურის შექმნა-დამზადება, ვიდეო რგოლების დამზადება მომსახურების ხარისხის ამაღლებისათვის. ტურიზმის ინდუსტრიაში წლის საუკეთესო სერვისების მიმწოდებელი ობიექტების დაჯილდოება. 5.4. რეკრეაციული ადგილების მოვლა-შენახვა მოსახლეობისა და დამსვენებელთა გაჯანსაღების, დასვენების ეფექტური პირობების უზრუნველყოფისათვის საკურორტო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაფართოება. ბულვარის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. დასვენებისა და ტურიზმის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პირობების შექმნა. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 5.5. მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა აჭარის რეგიონში ტურისტული საქმიანობით დაკავებული პირების ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, კომერციულ ბანკსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 6 ივლისის #58 განკარგულებით განსაზღვრული – მსესხებელთა რეესტრის წევრებს (ბენეფიციარებს) შორის გაფორმებული სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში, ბენეფიციარის მიერ აღებულ სესხზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსება. სამინისტროს მიერ გადასახდელი თანადაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს სესხზე დარიცხული პროცენტის 12%-ს. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 6. ინფრასტრუქტურის განვითარება აჭარის ტერიტორიები გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის ურბანული განვითარებით. რეგიონი ხასიათდება როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლის, ასევე შიგამთიანი და მაღალმთიანი ლანდშაფტითა და შესაბამისი ხასიათის დასახლებებით. რეგიონის მდგრადი და ჰარმონიული განვითარების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს გამართული ინფრასტრუქტურის შექმნა, მოვლა და მისი განვითარება. გამართული საგზაო, საინჟინრო-კომუნალური და ენერგოუზრუნველყოფის ინფრასტრუქტურის შექმნისადმი ხელშეწყობა დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. 2005 წლიდან დღემდე ჩვენს რეგიონში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საავტომობილო გზების ნუსხიდან არა ერთ საავტომობილო გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ბევრი საავტომობილო გზა, რომელიც საჭიროებს აუცილებელ სარეაბილიტაციო ღონისძიებებს. შესაბამისად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით საჭიროა გზების კეთილმოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა, მოძრაობის ორგანიზაციის გაუმჯობესება, რაც საზოგადოებისათვის ეკონომიკური აქტივობების გაზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის 6.1. საავტომობილო გზების მართვა საავტომობილო გზების სისტემების ფუნქციონირების ორგანიზება, მართვა, ტექნიკური ზედამხედველობა და კონტროლი. 6.2. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, საგზაო კომუნიკაციების და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა, მოდერნიზაცია, განვითარება. გენდერული ასპექტების გათვალისწინებით თანაბარხელმისაწვდომი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა. 6.2.1. გზების რეაბილიტაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებითა და ინტერესების დაცვით გზებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა. გენდერული ასპექტების გათვალისწინებით თანაბარი შესაძლებლობის პრინციპის დაცვა, ქვეპროგრამის დაგეგმვის პროცესში ქალებისა და კაცების თანაბარუფლებიანი ჩართულობა, თანაბარხელმისაწვდომი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა. 6.2.2. ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 6.2.3. საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა. 6.3. საინჟინრო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაუჭრელი საინჟინრო და კომუნალური ინფრასრუქტურის პროექტების განხორციელება, რომელთა მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და რომელთა გადაწყვეტა უზრუნველყოფს ურბანული, ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხების მოგვარებას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მაღალმთიანი დასახლებების გაზიფიკაცია. შუახევი (ხიჭაურის დასახლება) – გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობის დასრულება. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 7 . ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროს ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო დებულების, დასახული პრიორიტეტისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობის მიზნით ატარებს კონკურსებსა და ოლიმპიადებს, მონაწილეობს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაში, აფინანსებს სტუდენტებს, ხელს უწყობს ახალ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების ფორმირებას, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ახორციელებს სპორტულ ღონისძიებებს, რაც მიზნად ისახავს რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას და გაუმჯობესებას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო ხელს უწყობს სახელოვნებო განათლებას, ახორციელებს კულტურულ ღონისძიებებს, რაც მიზნად ისახავს რეგიონში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობას და პოპულარიზაციას. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 7.1. განათლების მართვა, სპორტის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განათლების და სპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება მიზნად ისახავს გამოავლინოს განათლების და სპორტის სფეროებში გამოწვევები და მათზე რეაგირებისთვის დასახოს პრიორიტეტები და განახორციელოს ის ღონისძიებები, რომლებიც დაეხმარება და ხელს შეუწყობს მათ განვითარებას და პოპულარიზაციას. 7.2. განათლების ხელშეწყობა და ხარისხის გაუმჯობესება განათლების და სპორტის სფეროში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და სპორტის სამინისტროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში ხელშეწყობა. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში კონტროლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში; საინფორმაციო ბანკის შექმნა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ-საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე სასპორტო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ; ხელშეწყობა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და პროგრამების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტისა და პროგრამის პილოტირებას, დანერგვასა და მონიტორინგს; 7.3. საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ინვენტარით აღჭურვა და საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს სამუშაო და სასწავლო პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას ზოგადი განათლების მიღებასა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის ამაღლებას. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ინვენტარით აღჭურვა, რაც დღემდე ეტაპობრივად ხორციელდება. საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა. 7.3.1. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საჯარო სკოლებში სამუშაო და სასწავლო პირობების გაუმჯობესება და მოსწავლეებისათვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა. 38 საჯარო სკოლის შენობის/სპორტული დარბაზის მშენებლობა, 92 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, 83 საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. 7.3.2. საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული 20 საჯარო სკოლა აღიჭურვება სასკოლო ინვენტარით, 20 სკოლა აჭარაში აღიჭურვება ტექნოლოგიებით, არანაკლებ 10 სკოლა აღიჭურვება სასკოლო ლაბორატორიით, 30 საჯარო სკოლა მიიღებს სპორტულ ინვენტარს (ჭადრაკის, მაგიდის ჩოგბურთის კომპლექტი, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის აღჭურვილობა, სხვ.) საჭიროების მიხედვით, 5 სკოლა აღიჭურვება მუსიკალური ინსტრუმენტებით (პიანინო, გიტარა, დასარტყამი და სასულე ინსტრუმენტები და სხვ,), რემოდელირებული იქნება 6 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა და შეძენილი იქნება 10 პროექტი, განხორციელდება 10 საჯარო სკოლის სახელოვნებო სივრცეების რემოდელირება/აღჭურვა. 7.3.3. საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის (განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში) და მოსწავლეთა უსაფრთხოდ გადაადგილების პრობლემებმა (დიდი მანძილი, ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ, ტყიანი ადგილები სოფლებს შორის, სადაც გარეული ცხოველების საშიშროებაა, მდინარეებზე გადასასვლელები და ა.შ.) წარმოშვა მათი საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე ტრანსპორტით გადაადგილების საჭიროება. ამასთან, აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსწავლეები, რომელთაც აღენიშნებათ განვითარების შეფერხება, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევები, საჭიროებენ ტრანსპორტირებას ქუთაისის შესაბამის სკოლებში (სკოლა-პანსიონი), რომლებიც ახორციელებენ სპეციალურ პროგრამებს ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის. 7.4. აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ოთხ უმაღლეს სასწავლებელზე სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელშეწყობა, უმაღლესი პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 7.5. საჯარო სკოლების საპანსიონო მომსახურება, გაძლიერებული (ფიზიკა-მათემატიკა) და ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფოს პრიორიტეტია საპანსიონო მომსახურების დაწესებულებების ბენეფიციარი მოსწავლეების დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახებში, ან განთავსება ალტერნატიულ ოჯახურ გარემოსთან მიახლოვებულ სერვისებში (საოჯახო ტიპის სახლები) და აქცენტი აღებულია გაძლიერებული სწავლების დანერგვაზე, შესაბამისად გარდამავალ ეტაპზე შეჩერდა პანსიონებში მოსწავლეთა მიღება. ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული, ინტენსიური შესწავლა თანამედროვე, საერთაშორისო დონეზე აპრობირებული მეთოდებით. ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური თუ სხვა მდგომარეობის გამო სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების მქონე მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად შესაბამისი პირობების შექმნა. 7.6. ზოგადი განათლება განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სწავლის ხარისხის ამაღლება და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებში მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრა და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. სწავლისა და სწავლების მოტივაციის ამაღლება. 7.6.1. ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებისათვის კონკურსის წესით შეირჩევა და დასაქმდება არაუმეტეს 30 მასწავლებელი. წარმატებული მასწავლებლების წახალისება. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, კერძოდ, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში პედაგოგების სასტუმროს, მგზავრობის უზრუნველყოფა და ტექნიკური მხარდაჭერა, ცალკეული საგნების გაძლიერებული სწავლების უზრუნველყოფის მიზნით. 200 მასწავლებელი მხარდაჭერილია ინოვაციური პროექტების განხორციელებაში. მხარდაჭერილია 80 ახალგაზრდა მასწავლებლის პროფესიული განვითარება. |