Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 32 საზოგადოების ინფორმირება. 1. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს: ა) ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე, გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ საინფორმაციო დაფაზე; ბ) გაზეთში, რომელიც შესაძლო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ფართოდ არის გავრცელებული და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოების უმრავლესობისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე ან/და ვებგვერდზე, აგრეთვე ინფორმაციის გავრცელების დამკვიდრებულ ადგილას (ტრანსპორტის გაჩერება, სკოლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი, ფოსტის ოფისი ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილი); დ) გზშ-ისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ან სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების უახლოეს საჯარო ადგილას. 2. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ცნობა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას: ა) იმ საკითხის შესახებ, რომელზედაც, ამ კოდექსის შესაბამისად, მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება; ბ) გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ; |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 32 გ) ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის საშუალებების შესახებ, აგრეთვე მონაცემებს იმ ადგილისა და მისამართის შესახებ, სადაც შესაძლებელია აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობა; დ) საჯარო განხილვაზე დასწრების/საჯარო განხილვაში მონაწილეობის და მასზე მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობის შესახებ; ე) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შესახებ – ამ პროცედურის განხორციელების შემთხვევაში; ვ) ამ კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა მონაცემის შესახებ (მათ შორის, არატექნიკური რეზიუმეს ხელმისაწვდომობის შესახებ), რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ეფექტიან მონაწილეობას. 3. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ცნობის განთავსების დრო იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობა. |