FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  6

პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია. პარლამენტის წევრის ფიცი.
1. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე, პარლამენტში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, სხდომის თავმჯდომარის წარდგინებით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, აირჩევა:
    ა) პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს კენჭისყრას და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას წყვეტს ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე;
    ბ) პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია 17 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს.
2. პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას უფლებამოსილება უწყდება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დაკომპლექტებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  6

3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორისა და შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტებისა და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ).
4. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  6

5. პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის უფლებამოსილების ცნობის საკითხი საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ. ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია ან საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას. პარლამენტი აღნიშნულ დასკვნას განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
6. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  6

7. თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, ახალარჩეული პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება. ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო პლენარულ სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  6

8. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს კითხულობს ცესკოს თავმჯდომარე: „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში.“. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ამ ტექსტს, რის შემდეგაც სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
9. პარლამენტის წევრი, რომლის უფლებამოსილების ცნობაც გადაიდო ან რომელიც პარლამენტის წევრად არჩეულ იქნა გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად, ფიცის ტექსტს ხელმოწერით ადასტურებს მისი უფლებამოსილების ცნობისთანავე.
10. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე პარლამენტის წევრები პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას წარუდგენენ სათანადო განცხადებასა და დოკუმენტაციას ფრაქციების შექმნისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიის შედგენის თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  6

11. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია ახალარჩეული პარლამენტის პლენარულ სხდომას აწვდის ინფორმაციას ფრაქციების შექმნის, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიისა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიის რეგისტრაციის შესახებ, თუ დროებითმა სამანდატო კომისიამ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო.
12. ფრაქციების შექმნისთანავე პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეიმუშავებს კომიტეტებში ფრაქციათა, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და მათ ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებს გადასცემს. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის განისაზღვროს პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტები. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად წარუდგენს კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. ამ კვოტების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს დადგენილებით.