Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აკვაკულტურის შესახებ article 14 გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა. 1. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად და აკვაკულტურის დასაცავად, აგრეთვე საზღვაო ეკოსისტემაზე თევზის მეურნეობის შესაძლო შეუქცევი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად მინისტრის ბრძანებით მტკიცდება გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა. 2. გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა ითვალისწინებს მონაცემების ჩაწერის სისტემისა და მათი ანალიზის პროცედურებს, აგრეთვე აკვაკულტურის ნებართვის გამცემისა და აკვაკულტურის სუბიექტის ვალდებულებებს. 3. გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა აღწერს ნიმუშების აღების პროცესს და გარემოს ხარისხის განსაზღვრისთვის საჭირო საქმიანობას, აგრეთვე ითვალისწინებს სხვა აუცილებელ ღონისძიებებს. |