Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 127 პარლამენტის დადგენილების მიღების წესი. 1. პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენისა და კომიტეტის მიერ განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ერთი მოსმენით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 3. პარლამენტის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუკი საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. პარლამენტის დადგენილების მიღების თარიღად ითვლება პარლამენტის მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე. |