Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროფესიული კავშირების შესახებ article 24 პროფკავშირულ ორგანოში არჩეული, ძირითადი სამუშაოდან გათავისუფლებული პროფკავშირული მუშაკის დაცვის გარანტიები. 1. მუშაკს, რომელიც პროფკავშირულ ორგანოში არჩევის გამო გათავისუფლდა ძირითადი სამუშაოდან, არჩევით თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის დამთავრების შემდეგ ენიჭება უპირატესი უფლება, დაუბრუნდეს წინანდელ სამუშაოს (თანამდებობას) ან მიიღოს ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა). 2. არ შეიძლება პროფკავშირულ ორგანოში არჩეული მუშაკის დამსაქმებლის ინიციატივით დათხოვნა არჩევით თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის დამთავრებიდან 1 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. პროფკავშირულ ორგანოში არჩეულ, ძირითადი სამუშაოდან გათავისუფლებულ პროფკავშირულ მუშაკს პროფკავშირულ ორგანოში მუშაობის დრო ჩაეთვლება საერთო შრომით სტაჟში. 4. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტში (პროფკომიტეტში) არჩეული მუშაკი, რომელიც გათავისუფლდა ძირითადი სამუშაოდან, კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად სარგებლობს ამ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის შესაბამის მუშაკთათვის დადგენილი სოციალური და შრომითი უფლებებით. |