Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 5 რეფინანსირების ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად გამოყენებული უზრუნველყოფის აქტივები. 1. რეფინანსირების ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შეიძლება შეტანილ იქნეს რეფინანსირების ბანკის კუთვნილი შემდეგი აქტივები: ა) რეფინანსირების ინსტრუმენტებიდან გამომდინარე მოთხოვნები; ბ) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი აქტივები; გ) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრირებული დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნები. 2. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი აკრძალვა ვრცელდება აგრეთვე რეფინანსირების ბანკის უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შესატან აქტივებზე. 3. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეფინანსირების ბანკის უზრუნველყოფის აქტივები შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე რეფინანსირების ბანკის მოვალის კუთვნილ იმ უზრუნველყოფის აქტივებს, რომლებიც იმავე პუნქტის შესაბამისად რეფინანსირების ბანკს გადაეცემა. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 5 4. რეფინანსირების ბანკის უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი რეფინანსირების ინსტრუმენტების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობა არ უნდა იყოს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობის 80 პროცენტზე ნაკლები. თუ არსებობს ისეთი გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან/და პროგრამის კრედიტორთა არსებით ინტერესებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დააწესოს უფრო დაბალი ზღვარი, რომელიც არ უნდა იყოს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობის 60 პროცენტზე ნაკლები. ამ პუნქტის მიზნებისთვის რეფინანსირების ინსტრუმენტის ნარჩენი ძირითადი თანხის ნომინალური ღირებულების დადგენისას შესაბამისად მოქმედებს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით დადგენილი შეზღუდვები. 5. რეფინანსირების ბანკის მოვალემ რეფინანსირების პროგრამის ფარგლებში არსებული რეფინანსირების ინსტრუმენტიდან (ინსტრუმენტებიდან) გამომდინარე გადახდის ვალდებულებები საკმარისი მოცულობის უზრუნველყოფის აქტივებით უნდა უზრუნველყოს, რაზედაც შესაბამისად ვრცელდება ამ კანონის მე-3, მე-4 და მე-6−მე-8 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 5 6. ამ კანონის დებულებები, რომლებიც რეფინანსირების ბანკის მიერ იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს, არ გამოიყენება რეფინანსირების ბანკის ან რეფინანსირების ბანკის მოვალის მიერ იპოთეკური ობლიგაციების ამ კანონის შესაბამისად დამოუკიდებლად გამოშვების შემთხვევაში. |