Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 111 დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართვა. 1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართოს სააგენტოს შემდეგი მომსახურებების გაწევის თაობაზე: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (მხოლოდ მისი შეცვლის ან დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში); ბ) დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების უკანასკნელი რეგისტრაცია განხორციელებულია 2007 წლის 1 თებერვლის შემდეგ); გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ე) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 111 ზ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 15-5 პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების გაცემა; თ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; თ-1) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა; თ-2) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა; ი) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა; კ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 111 ლ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა; ნ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა; ო) ამ პუნქტის „გ“−„ვ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე ამ კანონით დადგენილი დაჩქარებული მომსახურებების გაწევა; პ) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სხვა მომსახურებების გაწევა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის განცხადებას უნდა ერთოდეს შესაბამისი მომსახურების მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები. 3. დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ: ა) დაინტერესებული პირის ინფორმირებას მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ; ბ) მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების შემტანი დაინტერესებული პირის იდენტიფიკაციას და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიღებას; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 111 გ) მომსახურების გაწევისათვის დაინტერესებული პირის მიერ „იუსტიციის სახლში“ წარდგენილი დოკუმენტების სააგენტოსათვის ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით მიწოდებას; დ) მომსახურების გაწევისათვის სააგენტოს მიერ დამატებითი დოკუმენტის მოთხოვნის შემთხვევაში ამის თაობაზე დაინტერესებული პირის ინფორმირებას და მის მიერ აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტოსათვის ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით მიწოდებას; ე) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შედეგად ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით შექმნილი და გამოცემული დოკუმენტის მიღებას, „იუსტიციის სახლში“ მიტანას და დაინტერესებული პირისათვის დადგენილი წესით გადაცემას; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებების განხორციელებას და მოვალეობების შესრულებას. 4. დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების ან დაჩქარებული მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში მომსახურების ან დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისათვის ფაქტობრივად დახარჯული დრო. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 111 5. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მომსახურების გაწევისას დაინტერესებული პირის მიერ გადახდილი საფასურის 5% საზღაურის სახით გადაეცემა „იუსტიციის სახლს“. საზღაურის გადახდის პირობები და პერიოდულობა დგინდება სააგენტოსა და „იუსტიციის სახლის“ შეთანხმებით. „იუსტიციის სახლის“ კუთვნილი საზღაური მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახდელს. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №451 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 111 მუხლი 11-2. დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოსათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის მეშვეობით მიმართვა მომსახურების გაწევის თაობაზე დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სააგენტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის (შემდგომ − ცენტრი) მეშვეობით მიმართოს მომსახურების გაწევის თაობაზე. მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის ცენტრის მეშვეობით მიმართვისა და სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესებსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. |