FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  82

9. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონება ხდება არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ხმათა უბრალო უმრავლესობით და ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ხმის უფლების მქონე უზრუნველყოფილი კრედიტორების ხმათა უბრალო უმრავლესობით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის არ გაითვალისწინება იმ კრედიტორთა ხმები, რომლებიც მოვალესთან დაკავშირებული პირები არიან. კრედიტორი მოვალესთან დაკავშირებულ პირად არ მიიჩნევა, თუ რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი მოვალის საქმიანობის ანგარიშის საფუძველზე და სათანადო შემოწმების შედეგად არ დაასკვნის, რომ კრედიტორი მოვალესთან დაკავშირებული პირია. მოვალესთან დაკავშირებული პირის სტატუსი უნდა აღინიშნოს კრედიტორისთვის გაგზავნილ კრედიტორთა კრებაზე დასასწრებ მოსაწვევში.
11. როდესაც ერთ-ერთი კრედიტორი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური, მისი თანხმობა გაცემულად მიიჩნევა, თუ რეაბილიტაციის გეგმის პროექტი რეაბილიტაციის გეგმის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 5 წლისა, ყოველწლიურად მოთხოვნათა თანაბარზომიერი დაკმაყოფილებით საგადასახადო მოთხოვნების ძირითადი თანხის სრულად დაფარვას ითვალისწინებს.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  82

კრედიტორთა მიერ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონება.
1. კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ შეთავაზებულ რეაბილიტაციის გეგმის პროექტს იწონებენ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 6 თვისა. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილებით რეაბილიტაციის გეგმის პროექტის განხილვის ვადა ერთჯერადად გააგრძელოს არაუმეტეს 3 თვით. ამ ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ეცნობება სასამართლოს.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში კრედიტორები რეაბილიტაციის გეგმის პროექტს არ მოიწონებენ, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ.
3. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების ტოლფასია კრედიტორთა მიერ ალტერნატიული პროცედურის გამოყენებით, ამ კანონისა და რეაბილიტაციის გეგმის პროექტში მითითებული თავისებურებების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება.
4. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია ამ მუხლით დადგენილი უმრავლესობით მოიწონოს შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი:
    ა) კრედიტორების მიერ შეთავაზებული ცვლილებების გარეშე;
    ბ) კრედიტორების მიერ შეთავაზებული ცვლილებებით, რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  82

5. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების პროცესში ხმის უფლება განისაზღვრება კრედიტორთა რეესტრში კრედიტორის მოთხოვნის ღირებულების შესაბამისად.
6. არაუზრუნველყოფილ კრედიტორს აქვს ხმის უფლება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. უზრუნველყოფილ კრედიტორს შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების პროცესში კენჭისყრისას ხმის უფლება არ აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეაბილიტაციის გეგმის პროექტი მოვალესა და უზრუნველყოფილ კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების ცვლილებას ითვალისწინებს.
7. კრედიტორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილია არაუზრუნველყოფილ კრედიტორთა და ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ხმის უფლების მქონე უზრუნველყოფილ კრედიტორთა ხმების ნახევარზე მეტი. უზრუნველყოფილი კრედიტორები და არაუზრუნველყოფილი კრედიტორები რეაბილიტაციის გეგმის პროექტის განსახილველად შეიძლება შეიკრიბონ ერთად ან ცალ-ცალკე.
8. რეაბილიტაციის გეგმის პროექტს ხმის უფლების მქონე უზრუნველყოფილი კრედიტორები და არაუზრუნველყოფილი კრედიტორები კენჭს ცალ-ცალკე უყრიან.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  82

12. რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი კრედიტორთა მიერ მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას დასამტკიცებლად წარუდგენს სასამართლოს კრედიტორთა მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.