Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ article 19 საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის წესები. 1. სააგენტო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით შეიმუშავებენ მოძრაობის დაყოფის სისტემებს, საზღვაო დერეფნებს, ფარვატერებსა და რეკომენდებულ გზებს, ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის წესებს, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით და რომლებიც ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. მათი შესრულება სავალდებულოა უცხო ქვეყნის ყველა გემისათვის. საჭიროების შემთხვევაში ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული ნორმატივებიდან გადახრა შეიძლება მხოლოდ დროებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სააგენტოს შეთანხმების საფუძველზე. 2. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობა უნდა ხორციელდებოდეს გემის რეგისტრაციის სახელმწიფოს დროშით. |