FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

article  0

სახელმწიფო ხელს უწყობს საქართველოში კულტურის სფეროს მოღვაწეთა პროფესიულ- შემოქმედებითი გაერთიანებების საქმიანობას, რომელთა მიზანია ლიტერატურისა და ხელოვნების ამა თუ იმ დარგის განვითარება, ხელოვნების კერებისა და ტრადიციების შენარჩუნება, კულტურის სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, საზოგადოებაში შემოქმედებითი პროფესიების პრესტიჟის ამაღლება, მათი წარმომადგენლების უფლებების დაცვა, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ეს კანონი, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და შემოქმედებითი კავშირების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აძლევს მათ უფლებას დამოუკიდებლად გადაწყვიტონ კავშირთა კომპეტენციაში შემავალი საკითხები მათი წესდების შესაბამისად. ამასთან, კანონის დებულებებით, შემოქმედებით კავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და არ ზღუდავს იმ შემოქმედი მუშაკის უფლებებს, რომელიც არ არის ასეთი კავშირის წევრი.