Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 11 კანდიდატისათვის დაწესებული ზოგადი მოთხოვნები. 1. სააგენტო საქართველოს მოქალაქესა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ანიჭებს თევზსაჭერი გემის სამეთაურო შემადგენლობის წევრის წოდებას, თუ: ა) იგი არის არანაკლებ 18 წლისა; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობით აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) აქვს უმაღლესი ან პროფესიული საზღვაო განათლება მართვის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად; დ) აქვს უმაღლესი ან პროფესიული საზღვაო განათლება ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად; ე) აქვს შესაბამისი სერტიფიკატები; ვ) აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. 2. მეთევზე-მეზღვაურებმა, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში, თანამდებობრივი მოვალეობის მოთხოვნათა ფარგლებში უნდა იცოდნენ ინგლისური ენა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება შკიპერსა და თევზსაჭერი გემის უფროს მექანიკოსზე, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 20 წლისა. 4. მართვის დონესა და ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც დასაქმებული არიან 24 მეტრი და ნაკლები სიგრძის თევზსაჭერ გემებზე სანაპირო წყლებში, არ მოეთხოვებათ უმაღლესი საზღვაო განათლება. |
მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 11 5. კანდიდატი, რომელსაც აქვს ამ კანონის საფუძველზე გაცემული მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი და შესაბამისი ნაოსნობის სტაჟი, კომპეტენციის სერტიფიკატის განახლებისას არ საჭიროებს განმეორებით გამოცდის ჩაბარებას, თუ მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი გამოცდაზე მისაღებ კომპეტენციის სერტიფიკატზე მაღალი ან იმავე დონისაა. 6. კანდიდატისათვის წასაყენებელ დამატებით მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო. |