Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 11 ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენისა და შეტყობინების ვალდებულება. 1. პირი ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი (შემდგომ – განმცხადებელი), რომელიც აპირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძინოს მიკრობანკის იმ ოდენობის წილი, რომლის შეძენის შედეგად მიკრობანკის კაპიტალში მისი პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 20, 30 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ან/და რომელიც მიკრობანკზე მნიშვნელოვან გავლენას ან კონტროლს მოიპოვებს, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს პირადად ან წარმომადგენლის ან მიკრობანკის მეშვეობით წარუდგინოს მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის შემთხვევაში მნიშვნელოვანი წილის შეძენის/ცვლილების დასადგენად გაითვალისწინება ამ ჯგუფის მფლობელობაში არსებული წილების ჯამური ოდენობა. |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 11 ბ) განმცხადებლის მიერ ადმინისტრატორად შერჩეული პირის (თუ განმცხადებელს აქვს ადმინისტრატორის შერჩევის უფლებამოსილება) ამ კანონითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას; გ) განმცხადებლის ფინანსურ სიმყარეს; დ) განმცხადებლის მიერ წილის შეძენის შემდეგ მიკრობანკის პრუდენციულ საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობას; ე) განმცხადებელთან/ოპერაციასთან (ტრანზაქციასთან) დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების არარსებობას. 4. პირს ეკრძალება, იყოს მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის. |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 11 5. საქართველოს ეროვნული ბანკი განმცხადებლის შესაფერისობის შეფასებისას ხელმძღვანელობს პროპორციულობის პრინციპით, რომელიც გულისხმობს შეფასების კრიტერიუმების მიკრობანკის ზომის, ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის, წილის ოდენობის, წილის შემძენის სახის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, მიკრობანკის პირდაპირი/არაპირდაპირი მფლობელი/შემძენი), წილის შეძენის მიზნისა და მიკრობანკზე შესაძლო ზეგავლენის მიხედვით შეფასებას. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განისაზღვრება შეფასების ინტენსივობის ხარისხი, შეფასების პროცედურა და წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი. პროპორციულობის პრინციპი არ ვრცელდება განმცხადებლის რეპუტაციის შეფასების ფარგლებში მისი სანდოობის შეფასებაზე. 6. საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრება მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ შემძენს. დასაშვებია საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის შუალედური მფლობელის სახელით წარდგენა. |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 11 7. თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, იგი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გარდა, მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის, კონფიდენციალურის) წარდგენა. 8. მიკრობანკის პირდაპირი/არაპირდაპირი მფლობელი, რომელიც აპირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ გაყიდოს მიკრობანკის იმ ოდენობის წილი, რომლის გაყიდვის შედეგად მიკრობანკის კაპიტალში მისი წილი 10, 20, 30 ან 50 პროცენტს ჩამოსცდება, ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ეს შეტყობინება აღნიშნული ოპერაციის (ტრანზაქციის) თაობაზე მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. 9. მიკრობანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მათ შორის, წილის ფლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების თაობაზე, რომელიც მისთვის არის ცნობილი. |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 11 10. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმების შინაარსი, შეფასების წესი და პროცედურა, მნიშვნელოვანი წილის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები და წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 11 2. განმცხადებლის მიერ წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შემთხვევაში იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, აღნიშნული ფაქტის შეტყობისთანავე წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებელმა არ უნდა გამოიყენოს მნიშვნელოვანი წილის ფლობასთან დაკავშირებული ხმის უფლებები და სხვა უფლებამოსილებები. განმცხადებლის მიერ წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შემთხვევაში მას ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრება მიუხედავად იმისა, გეგმავს თუ არა იგი იმ ოდენობის წილის გასხვისებას, რომლის გასხვისების შედეგად მის მფლობელობაში არსებული წილი ზღვრულ ოდენობას დაუბრუნდება. 3. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკი შეისწავლის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ითვალისწინებს შემდეგ შესაფერისობის კრიტერიუმებს: ა) განმცხადებლის რეპუტაციას, რომელიც მოიცავს მის სანდოობასა და სათანადო კომპეტენციას; |