Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 108 კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების შესახებ შეუტყობინებლობა, შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა ან განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა. 1. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების შესახებ შეუტყობინებლობა ან ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ გაცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა ან განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 3. მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების შესახებ შეუტყობინებლობა ან ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ გაცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა ან განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა − |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 108 გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 108 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა. 1. პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის 10-8 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს: ა) პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს; ბ) მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − ციფრული მმართველობის სააგენტოს. 2. პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის 10-10 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს: ა) პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს; ბ) მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის (გარდა კომერციული ბანკისა) მიმართ − ციფრული მმართველობის სააგენტოს; გ) მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკის მიმართ − ეროვნულ ბანკს. 3. ამ კანონის 10-15 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს. |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 108 4. ამ კანონის 10-16 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიმართვის საფუძველზე. 5. ამ კანონის 10-17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების უფლება აქვს ეროვნულ ბანკს. |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 108 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგენს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ციფრული მმართველობის სააგენტოს უფლებამოსილი პირი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, აგრეთვე ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს/ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. |