Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო შესყიდვების შესახებ article 65 საჯარო შესყიდვის უშედეგოდ დასრულება ან შეწყვეტა. 1. საჯარო შესყიდვა, რომელშიც არცერთი განაცხადი/წინადადება არ ყოფილა წარდგენილი, შეუმდგარად მიიჩნევა. 2. საჯარო შესყიდვა, რომელშიც ყველა კანდიდატმა/პრეტენდენტმა დისკვალიფიკაცია მიიღო ან შემსყიდველმა ორგანიზაციამ საკმარისი რაოდენობის კანდიდატები ვერ შეარჩია, უარყოფითი შედეგით დასრულებულად მიიჩნევა. 3. შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის ხელშეკრულების/ ჩარჩოშეთანხმების დადებამდე ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყვიტოს საჯარო შესყიდვის მიმდინარეობა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც უნდა დასაბუთდეს. |