Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 2 კოდექსის რეგულირების სფერო. 1. ეს კოდექსი განსაზღვრავს ბავშვის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ქმნის ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. ეს კოდექსი არ აუქმებს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით მოქმედ სხვა საკანონმდებლო რეგულაციებს, ამასთანავე, განამტკიცებს საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან, ბავშვის უფლებათა კონვენციასთან, მის დამატებით ოქმებსა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობის, მათ მიხედვით განმარტებისა და აღსრულების ვალდებულებას. 3. ეს კოდექსი არის საკანონმდებლო აქტი, რომლითაც ხელმძღვანელობენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საერთო სასამართლოები, საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტები და ფიზიკური პირები ბავშვებთან და ბავშვის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების დროს. |