Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 86 საპროცესო ვადების გამოთვლის წესი. 1. ამ კოდექსით დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით, თვეებით. ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლებითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა და პატიმრობის ვადებისა, რომლებიც გამოითვლება წუთებით. 11. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება ის დღე-ღამე და საათი, რომლებიდანაც იწყება ფარული საგამოძიებო მოქმედება. 2. საპროცესო ვადაში შედის არასამუშაო დროც, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეები. 3. დღე-ღამეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო დღე-ღამის 24 საათზე. თვეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს შესაბამისი რიცხვი – ამ თვის ბოლო დღე-ღამეს. |