FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 11

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  69

ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის განხორციელების დროებითი წესი.
1. 2018 წლის 1 სექტემბრამდე წარმოქმნილ ან მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა, მისი გავრცელების არეალის, მასშტაბის, შედეგების მოცულობის, ლიკვიდაციისათვის საჭირო რეაგირების ძალებისა და მატერიალური რესურსების რაოდენობის გათვალისწინებით, ხორციელდება ამ მუხლითა და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმით დადგენილი წესის შესაბამისად, შემდეგ დონეებზე:
    ა) ეროვნულ დონეზე − საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას უზრუნველყოფენ ერთიანი სისტემის ორი ან მეტი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლებამოსილებათა ტერიტორიულ საზღვრებში განლაგებული რეაგირების ძალები და საავარიო-სამაშველო საშუალებები იმ მატერიალური რესურსების გათვალისწინებით, რომლებსაც განკარგავენ ერთიანი სისტემის სუბიექტები;
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  69

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე − საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას უზრუნველყოფენ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, მის ადმინისტრაციულ საზღვრებში ფუნქციონირებადი ორგანიზაციების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები იმ მატერიალური რესურსების გამოყენებით, რომლებსაც განკარგავენ აღნიშნული ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, ორგანიზაციები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, და საგანგებო სიტუაციის ზონა არ სცდება ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებს;
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  69

გ) სამხარეო დონეზე – საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას უზრუნველყოფენ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლებამოსილებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, მის ადმინისტრაციულ საზღვრებში ფუნქციონირებადი ორგანიზაციების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები იმ მატერიალური რესურსების გამოყენებით, რომლებსაც განკარგავენ აღნიშნული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, ორგანიზაციები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, და საგანგებო სიტუაციის ზონა არ სცდება ერთი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლებამოსილებათა ტერიტორიულ საზღვრებს;
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  69

დ) ადგილობრივ დონეზე − საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის ორგანოების, მის ადმინისტრაციულ საზღვრებში ფუნქციონირებადი ორგანიზაციების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები იმ მატერიალური რესურსების გამოყენებით, რომლებსაც განკარგავენ მუნიციპალიტეტის ორგანოები, ორგანიზაციები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, და საგანგებო სიტუაციის ზონა არ სცდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს;
    ე) საობიექტო დონეზე − საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას უზრუნველყოფენ შესაბამისი ობიექტის რეაგირების ძალები და საავარიო-სამაშველო საშუალებები იმ მატერიალური რესურსების გამოყენებით, რომლებსაც განკარგავს აღნიშნული ობიექტი, და საგანგებო სიტუაციის ზონა არ სცდება ამ ობიექტის ტერიტორიის ფარგლებს.
2. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანოები არიან:
    ა) ეროვნულ დონეზე: ა.ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საგანგებო სიტუაციის მართვის მიზნით პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  69

ა.ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთიანი სისტემის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც ოპერაციულ დონეზე ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; ა.გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საგანგებო შტაბები − ერთიანი სისტემის სუბიექტების მართვის ორგანოები, რომელთა უფლებამოსილებაა მართვის დონისა და დარგობრივი დაქვემდებარების მიხედვით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სისტემის შესაბამისი სუბიექტების საქმიანობის ორგანიზება. საგანგებო შტაბის საქმიანობას ხელმძღვანელობს შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  69

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე − საგანგებო სიტუაციების მართვის ავტონომიური რესპუბლიკის ოპერატიული ცენტრი − ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ორგანოების და ორგანიზაციების რეაგირების ძალებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე (ოპერაციულ დონეზე) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. საგანგებო სიტუაციების მართვის ავტონომიური რესპუბლიკის ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  69

გ) სამხარეო დონეზე − საგანგებო სიტუაციების მართვის სამხარეო ოპერატიული ცენტრი – სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის, შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების და ორგანიზაციების რეაგირების ძალებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც სამხარეო დონეზე (ოპერაციულ დონეზე) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამხარეო ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს სახელმწიფო რწმუნებული − გუბერნატორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  69

დ) ადგილობრივ დონეზე − საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი ოპერატიული ცენტრი – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის მიერ შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების და ორგანიზაციების რეაგირების ძალებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო/სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც ადგილობრივ დონეზე (ოპერაციულ დონეზე) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო − მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;
    ე) საობიექტო დონეზე − ობიექტის საგანგებო შტაბი, რომლის საქმიანობას ხელმძღვანელობს შესაბამისი ობიექტის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოპერატიული ცენტრი იქმნება გარკვეული ვადით, მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, მისი ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით.
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  69

4. საგანგებო სიტუაციების მართვის ავტონომიური რესპუბლიკის, სამხარეო და ადგილობრივი ოპერატიული ცენტრების ხელმძღვანელების მოადგილეები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილი პირები.
5. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოპერატიული ცენტრი უფლებამოსილია, ვითარების გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციის ზონაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნას საველე ოპერაციების ერთი ან რამდენიმე ცენტრი, რომელიც/რომლებიც ადგილზე ახორციელებს/ახორციელებენ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას და ტაქტიკურ დონეზე რეაგირების ძალების მართვას. საველე ოპერაციების ცენტრს ხელმძღვანელობს/ხელმძღვანელობენ შესაბამისი ოპერატიული ცენტრის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი/პირები.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოპერატიული ცენტრის შექმნამდე მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე პირველად რეაგირებას ახორციელებენ ერთიანი სისტემის შესაბამისი რეაგირების ძალები ან ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც უფლებამოსილია ტაქტიკურ დონეზე შექმნას საველე ოპერაციების ცენტრი.
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  69

7. თუ საველე ოპერაციების ცენტრი შექმნილია, რეაგირების ძალები, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა, საგანგებო სიტუაციის ზონაში მისვლისთანავე გადადიან საველე ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში.
8. ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად სახანძრო-სამაშველო დანაყოფები გადიან უპირობო წესით.
9. ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმასა და მართვას უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10. ეროვნულ, ავტონომიური რესპუბლიკის, სამხარეო და ადგილობრივ დონეებზე ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში სხვადასხვა სახეობის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის გეგმებს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფი.
11. განსაკუთრებით რთული ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მოქმედებებს კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.