FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  668

სხვა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაცია ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებების მართვის შესახებ. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია სულ მცირე წელიწადში ერთხელ, ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებით მისი მართვის ქვეშ მყოფი ცალკეული უფლებების და უფლებათა კატეგორიების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს შესაბამის პერიოდთან დაკავშირებული:
    ა) ზუსტი ინფორმაცია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ გადახდილი ჰონორარის შესახებ, აგრეთვე უფლებათა და უფლებათა გამოყენების ტიპის მიხედვით გადახდილი ჰონორარების შესახებ და შეგროვების პერიოდის მიხედვით გაუნაწილებელი ნებისმიერი შემოსავლის თაობაზე ინფორმაცია;
    ბ) უფლებების მართვის საფასურის სახით განხორციელებული გამოქვითვების თაობაზე ინფორმაცია;
    გ) გაცემული ლიცენზიების თაობაზე ინფორმაცია, აგრეთვე იმ მოსარგებლეების შესახებ ინფორმაცია, რომელთაც უარი ეთქვათ ლიცენზიის გაცემაზე;
    დ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრების მიერ წარმომადგენლობითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლების მართვასთან დაკავშირებული რეზოლუციების შესახებ ინფორმაცია.