Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ article 12 კანონით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას პირთა დაცვა. 1. აკრძალულია ნებისმიერი პირის მიმართ რაიმე სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ მან დისკრიმინაციისაგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან. 2. ამ კანონით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას და შემდეგაც შესაბამისმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დისკრიმინაციის მსხვერპლთან დაკავშირებული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აკრძალულია დისკრიმინაციის მსხვერპლის თანხმობის გარეშე ამგვარი ინფორმაციის მესამე პირისთვის მიწოდება, გარდა კანონით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. ამ მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დისკრიმინაციის მსხვერპლს უფლება აქვს, განცხადებით მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს. |