Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ტყის კოდექსი article 56 სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის მიზანი. 1. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა გულისხმობს ტყის მიწის სათიბად, საძოვრად ან ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად გამოყენებას. ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობა შესაძლებელია როგორც ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარულ ტერიტორიაზე, ისე ამ სახეობებით დაუფარავ ტერიტორიაზე. 2. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით. 3. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა ხორციელდება ისეთი ფორმითა და მეთოდით, რომლებიც არ აზიანებს მერქნიან მცენარეებს და არ იწვევს ეროზიულ პროცესებს. 4. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად გამოყოფილ ტყის ფართობზე დასაშვებია მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა. |