Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ article 28 გადაწყვეტილების გასაჩივრება. 1. კომისიის გადაწყვეტილებები ამ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით – კომისიაში. კომისიის კომიტეტის გადაწყვეტილებები არსებითად განსახილველად, ამ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში ან ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში. 2. კომისიის კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვე. ამ ვადაში გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდება. 3. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით განცხადება გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს გარემოებების შეტყობიდან 90 დღის განმავლობაში. 4. ამ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში გასაჩივრების ვადაა გადაწყვეტილების მიღების დღიდან 3 თვე. 5. გასაჩივრების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება, როგორც წესი, არ შეჩერდება, თუმცა კომისიას უფლება აქვს ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. |
ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ article 28 6. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომისია გადაწყვეტილებას იღებს საქმის განხილვისათვის დადგენილი წესით. ამ დროს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს კომისიის იმ კომიტეტის წევრს, რომელმაც მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება. |