FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  62

ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განაწილება და გამოყენება.
1. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრე ნაწილდება და გამოიყენება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესების შესაბამისად, რეგიონულ დონეზე კოორდინირებული შეთანხმებების გათვალისწინებით.
2. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია შესაბამის შემთხვევებში, საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების დაცვით სხვა ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორებთან ერთად დააფუძნოს ერთი ან რამდენიმე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც (რომლებიც) უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის აუქციონის კოორდინირებას ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის ერთ ან რამდენიმე რეგიონში განაწილებისა და გამოყენების მიზნით ან ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრესთან ერთად ელექტროენერგიის განუცხადებელი ყიდვა-გაყიდვის მიზნით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  62

3. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განაწილებისა და გამოყენების წესებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი, ხოლო გადასინჯავს და ამტკიცებს კომისია. კომისიას  ცვლილებები  შეაქვს ამ წესებში  გადამცემი სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით − გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ. აღნიშნულ   წესებს ენერგეტიკული  გაერთიანების წევრ ქვეყანასთან გადამცემი ქსელის ფიზიკური დაკავშირების შემთხვევაში ენერგეტიკული გაერთიანების რეგიონულ დონეზე არსებული ჰარმონიზებული წესებისა  და  შესაბამისი  ეროვნული  მარეგულირებელი  ორგანოების ინსტრუქციების შესაბამისად შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი. ამ წესებს რეგიონის ქვეყნების შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობით გადასინჯავს და ამტკიცებს  კომისია, რომელსაც ასევე ცვლილებები  შეაქვს აღნიშნულ წესებში. ენერგეტიკული გაერთიანების რეგიონულ დონეზე ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განაწილებაზე ზედამხედველობა ხორციელდება კოორდინირებული აუქციონის განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად.