Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 175 დღგ-ის ჩათვლის უფლება. 1. თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს: ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ; ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ; გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ; დ) უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ. 2. დასაბეგრ პირს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული დღგ-ის თანხა, თუ საქონელი ან მომსახურება გამოიყენება: ა) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისთვის/ საქონლის მიწოდებისთვის; ბ) ამ კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებში; გ) ფინანსური მომსახურებისთვის/ოპერაციისთვის, თუ მომხმარებელი საქართველოს ფარგლების გარეთაა დაფუძნებული ან თუ ეს ოპერაციები უშუალოდ არის დაკავშირებული საქონელთან, რომელიც საქართველოდან უნდა იქნეს ექსპორტირებული. |