Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 7 3. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, თუ უზრუნველყოფის აქტივი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 ან მე-5 მუხლით ან/და ამავე კანონის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს (მათ შორის, თუ უზრუნველყოფის აქტივი უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ აღარ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს), ეს აქტივი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება. იმ უზრუნველყოფის აქტივებისთვის, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება დაადგინოს ამ პუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გაითვალისწინება უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკური სესხის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ამ კანონის მე-3 მუხლისმე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი სესხის უზრუნველყოფის ზღვრული ოდენობის ფარგლებშია. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 7 ვალდებულებების უზრუნველყოფა. 1. უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკური სესხებისა და დამატებითი აქტივების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობა სულ მცირე 5 პროცენტით უნდა აჭარბებდეს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამურ ოდენობას. 2. თუ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებულია დერივატივი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასეთი დერივატივიდან გამომდინარე მოთხოვნები და ვალდებულებები. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 7 5. თუ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ უზრუნველყოფის აქტივი დეფოლტში აღმოჩნდება, ასეთი მოთხოვნის მოცულობა, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გაითვალისწინება, შეიძლება შემცირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნულის მიუხედავად, არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა, რომელიც დეფოლტშია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება. 6. ემიტენტი ვალდებულია შეამოწმოს უზრუნველყოფის აქტივების მოცულობის ამ მუხლის პირველი პუნქტითა და ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემოწმების შედეგები აცნობოს როგორც უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველს, ისე საქართველოს ეროვნულ ბანკს. ამ პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების პერიოდულობა და ჩატარების წესი დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. 7. თუ უზრუნველყოფის აქტივების მოცულობის შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ დარღვეულია ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი მოთხოვნები, ემიტენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაზარდოს უზრუნველყოფის აქტივები შესაბამის ოდენობამდე. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 7 8. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულზე უფრო მაღალი ზღვარი, აგრეთვე დააზუსტოს ვალდებულებების უზრუნველყოფის გაანგარიშების წესი. |