Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 85 რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შედეგი (ძალაში შესვლა). 1. რეაბილიტაციის გეგმა ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებულია მისი ძალაში შესვლის განსხვავებული თარიღი, რომელიც უნდა იყოს არაუგვიანეს სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებიდან 1 თვისა. 2. რეაბილიტაციის გეგმის ძალაში შესვლის შემდეგ მისი შესრულება სავალდებულოა: ა) რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული ყველა მხარისთვის და იმ პირებისთვის, რომლებსაც ეს გეგმა ეხება; ბ) იმ კრედიტორებისთვის, რომელთა მოთხოვნებიც ამ კანონის შესაბამისად არ იქნა აღიარებული; გ) იმ კრედიტორებისთვის, რომლებმაც რეაბილიტაციის გეგმის წინააღმდეგ მისცეს ხმა. 3. ძალაში შესული რეაბილიტაციის გეგმა მოვალეს არ ათავისუფლებს: ა) იმ ვალისგან, რომელიც რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე წარმოიშვა, თუ კრედიტორს ამ კანონით დადგენილი წესით არ გაეგზავნა შეტყობინება და სავარაუდოა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ან/და ვერ იქნებოდა მოვალის მიმართ მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ; ბ) იმ საგადასახადო ვალდებულებისგან, რომელთან დაკავშირებითაც მან საგადასახადო დეკლარაცია თაღლითურად, მოტყუებით ან გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების მიზნით წარადგინა. |