FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  9

ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალური სარგებლობის ძირითადი მოთხოვნები.
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დროს აუცილებელია იმ მოთხოვნების შესრულება , რომლებიც უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოსა და ცხოველთა სამყაროს ობიექტთა შენარჩუნებას .
2. ცხოველთა სამყაროს დაცვის , აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალური სარგებლობისათვის აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად , აგრეთვე სხვა იმ ქმედებებისას , რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა და საბინადრო გარემოს მდგომარეობაზე , აუცილებელია შემდეგი ძირითადი მოთხოვნების დაცვა :
    ა ) ცხოველთა სამყაროს სახეობრივი და პოპულაციური მრავალფეროვნების შენარჩუნება ბუნებრივი თავისუფლების პირობებში ;
    ბ ) გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს , მიგრაციისა და წყალთან მისასვლელი გზების , გამრავლების პირობების გაუარესების დაუშვებლობა ;
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  9

გ ) საქართველოს კონსტიტუციის , გარემოს დაცვის კანონმდებლობის , მათ შორის ამ კანონის მოთხოვნათა , ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მეცნიერულად დასაბუთებული კვოტების დაცვა , ცხოველთა სამყაროთი რაციონალური , მდგრადი სარგებლობა და აღწარმოების უზრუნველყოფა ;
    დ ) გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტებისა და სასარგებლო თვისებების რაციონალური გამოყენება ;
    ე ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით ფასიანი სარგებლობა ;
    ვ ) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება , მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით ;
    ზ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემისას ამ საქმიანობის ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე შესაძლო გავლენის გათვალისწინება.