FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

article  9

სუბიექტი.
1. სუბიექტები არიან საჯარო დაწესებულებები და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება სივრცით მონაცემებს, მეტამონაცემებსა და მათთან დაკავშირებულ ქსელურ სერვისებს და რომლებიც კანონის შესაბამისად მონაწილეობენ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების, აგრეთვე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულების პროცესში.
2. სუბიექტი შეიძლება იყოს აგრეთვე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს ისეთ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას, რომელიც სივრცით მონაცემებს, მეტამონაცემებსა და მათთან დაკავშირებულ ქსელურ სერვისებს უკავშირდება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს მისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სისტემასთან დაშვების (წვდომის) უფლებას ანიჭებს კოორდინატორი.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების მსგავსად, ეკისრებათ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასთან, ფუნქციონირებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ხარჯები.
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

article  9

5. სუბიექტი:
    ა) ამ კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნული პროფილის მოთხოვნების შესაბამისად ეროვნულ გეოპორტალზე აქვეყნებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ, თავის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებულ სივრცითი მონაცემების ნაკრებებსა და მეტამონაცემებს და ქსელური სერვისებით უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობას;
    ბ) უფლებამოსილია თავის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული სივრცითი მონაცემების ნაკრებებისა და მეტამონაცემების ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებისა და ქსელური სერვისებით მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ტექნიკური ინფრასტრუქტურის არარსებობის შემთხვევაში კოორდინატორს მიმართოს;
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

article  9

გ) ვალდებულია ეროვნულ გეოპორტალზე არ გამოაქვეყნოს თავის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული სივრცითი მონაცემი/მეტამონაცემი ან/და შეზღუდოს მასთან წვდომა, თუ ამ სივრცითი მონაცემის/მეტამონაცემის გამჟღავნება/გასაჯაროება საფრთხეს უქმნის საქართველოს საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას, სახელმწიფო/საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, მართლმსაჯულების განხორციელებას ან/და ადმინისტრაციულ წარმოებას, აგრეთვე თუკი ეს მონაცემები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემებს ან სახელმწიფო, საგადასახადო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება;
    დ) თავის მიერ ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ნაკრებებს შეუსაბამებს ამ კანონით გათვალისწინებული მონაცემთა მოდელის ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნებს და აღწერს მათ ამავე კანონით განსაზღვრული მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის ეროვნული პროფილის მოთხოვნების შესაბამისად;
    ე) თავის მიერ ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებულ მეტამონაცემებს შეუსაბამებს ამ კანონით გათვალისწინებული მეტამონაცემების ეროვნული პროფილის მოთხოვნებს;
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

article  9

ვ) თავის მიერ ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებულ სივრცით მონაცემებსა და მეტამონაცემებთან დაკავშირებულ ქსელურ სერვისებს შეუსაბამებს ამ კანონით გათვალისწინებული ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნებს;
    ზ) თავის მიერ ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსს შეუსაბამებს ამ კანონით გათვალისწინებული ტექნიკური ჩარჩორეგლამენტის მოთხოვნებს;
    თ) უზრუნველყოფს თავის მიერ ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ნაკრებებისა და მეტამონაცემების სისრულეს, სიზუსტეს, ხარისხს, ნამდვილობას, ხელმისაწვდომობას, ფუნქციურ თავსებადობას (ინტეროპერაბელურობას) და პერიოდულ განახლებას;
    ი) მეტამონაცემებში დეტალურად აღწერს თავის მიერ ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსის ხარისხის, სისრულისა და აქტუალობის შესახებ ინფორმაციას;
    კ) უზრუნველყოფს ეროვნულ გეოპორტალზე თავის მიერ გამოქვეყნებული, ამ კანონით გათვალისწინებული, ყველა ტიპის ქსელური სერვისების დაცულ, სტაბილურ ფუნქციონირებასა და ხელმისაწვდომობას;
    ლ) გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს ახალშექმნილი ან/და განახლებული სივრცითი მონაცემებისა და მეტამონაცემების ხელმისაწვდომობას ეროვნულ გეოპორტალზე;
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

article  9

მ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად შეიმუშავებს და კოორდინატორს წარუდგენს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას;
    ნ) უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში;
    ო) გამოყოფს უფლებამოსილ საკონტაქტო პირს, რომელიც უზრუნველყოფს კოორდინატორთან სტაბილურ კომუნიკაციასა და შიდაუწყებრივ კოორდინაციას;
    პ) უფლებამოსილია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად კოორდინატორისგან გამოითხოვოს საქმიანობისთვის აუცილებელი ინფორმაცია;
    ჟ) ამზადებს და კოორდინატორს წარუდგენს ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის ეროვნული პროფილის შესაბამისად მომზადებულ მონიტორინგის ყოველწლიურ ანგარიშს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღებული შედეგების შესახებ;
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

article  9

რ) კანონის შესაბამისად ახორციელებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საჭირო სხვა ღონისძიებებს.