Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 30 საგადახდო ინსტრუმენტსა და ავთენტიფიკაციის საშუალებებთან დაკავშირებული ვალდებულებები. 1. საგადახდო ინსტრუმენტის მომხმარებელი ვალდებულია: ა) გამოიყენოს საგადახდო ინსტრუმენტი ამ საგადახდო ინსტრუმენტის გამოშვებისა და გამოყენებისთვის დადგენილი პირობების შესაბამისად; ბ) საგადახდო ინსტრუმენტის მიღებისთანავე გონივრული ქმედებებით უზრუნველყოს ამ ინსტრუმენტის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების უსაფრთხოდ შენახვა; გ) საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან არაუფლებამოსილი გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან ამ პროვაიდერის მიერ განსაზღვრულ პირს. 2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც უშვებს საგადახდო ინსტრუმენტს, ვალდებულია: ა) მიიღოს ყველა შესაძლო უსაფრთხოების ზომა საგადახდო ინსტრუმენტის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად; ბ) არ გახადოს საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები ხელმისაწვდომი სხვა პირებისთვის, გარდა ამ ინსტრუმენტის მომხმარებლისა. აღნიშნული არ ათავისუფლებს მომხმარებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან; |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 30 გ) ნათლად გააცნოს მომხმარებელს საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების მოთხოვნები; დ) დანერგოს შესაბამისი საშუალებები მომხმარებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების, აგრეთვე საგადახდო ინსტრუმენტის ამ კანონის 30-1 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განბლოკვის მოთხოვნის ნებისმიერ დროს მიღების უზრუნველსაყოფად. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებულია მიაწოდოს მას შესაბამისი შეტყობინების ან/და მოთხოვნის მიღების დასტური, თუ მისი მიღებიდან გასული არ არის 18 თვეზე მეტი; ე) მომხმარებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საგადახდო ინსტრუმენტის შემდგომი გამოყენების აღკვეთა; ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეტყობინება მიიღოს უსასყიდლოდ. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ საგადახდო ინსტრუმენტის ჩანაცვლებასთან პირდაპირ დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ანაზღაურების აღნიშნული უფლება არ იზღუდება დაკარგული ინსტრუმენტის ჩანაცვლების შემთხვევაში; |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 30 ზ) მომხმარებელს არ გაუგზავნოს საგადახდო ინსტრუმენტი მისი მოთხოვნის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მომხმარებლისთვის უკვე გადაცემული ინსტრუმენტი ჩანაცვლებას ექვემდებარება; თ) დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო ინსტრუმენტის გამოშვებისა და გამოყენების პირობები, რომლებიც უნდა იყოს ობიექტური, არადისკრიმინაციული და პროპორციული. 3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საკუთარ თავზე აიღოს როგორც საგადახდო ინსტრუმენტის, ისე მისი უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების გაგზავნასთან დაკავშირებული ყველა რისკი. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული მომხმარებლისა და პროვაიდერის ვალდებულებები აგრეთვე ვრცელდება საგადახდო ანგარიშზე წვდომისთვის გამოსაყენებელი უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების მიმართ. |