Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 35 თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება. 1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება. 2. გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება. 3. თავშესაფრის მაძიებელთან მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე ურთიერთობისათვის გასაუბრების პროცესი უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა უზრუნველყოს თარჯიმნის მომსახურებით. 4. უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 35 5. თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრების დროის შესახებ ეცნობება 3 სამუშაო დღით ადრე, ამ ინფორმაციის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით. მას გასაუბრების დროის შესახებ შეიძლება დამატებით ეცნობოს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით. თუ უფლებამოსილი თანამდებობის პირი თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრების დროის შესახებ ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით აცნობებს, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა შეადგინოს შესაბამისი კომუნიკაციის ოქმი. ამ ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი, ხოლო აღნიშნული კომუნიკაციის თარჯიმნის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში – აგრეთვე თარჯიმანი. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესს ადგენს მინისტრი. 6. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადაში თავშესაფრის მაძიებლის გამოუცხადებლობის ან მისი ადგილსამყოფლის დაუდგენლობის გამო შეწყვეტილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა განახლდება, თუ თავშესაფრის მაძიებელი დაუკავშირდება სამინისტროს ან გამოცხადდება სამინისტროში და წარადგენს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ ინფორმაციას. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 35 7. თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრებისას საჭიროების შემთხვევაში მასზე დასწრების უფლება აქვს მის კანონიერ წარმომადგენელს/მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს, ხოლო თუ თავშესაფრის მაძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ან სხვა საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება – მის ადვოკატს. 8. შესაძლებლობის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრება უნდა ჩაუტაროს იმავე სქესის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა და იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმავე სქესის თარჯიმნის მომსახურებით, თუ თავშესაფრის მაძიებელმა განსხვავებული სქესის უფლებამოსილ თანამდებობის პირთან გასაუბრება ან თარჯიმნის მომსახურება არ მოითხოვა. 9. ამ კანონის 29-ე მუხლით დადგენილ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადებში თავშესაფრის მაძიებელს შესაძლებლობა უნდა მიეცეს, განმარტოს ის გარემოებები, რომლებიც შესაძლოა ამ განცხადებას აკლდეს ან/და შეუსაბამო/წინააღმდეგობრივი იყოს, აგრეთვე მის მიერ მიწოდებულ ფაქტებსა და სხვა წყაროებიდან მიღებულ შესაბამის ინფორმაციას (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას) შორის შეუსაბამობა/წინააღმდეგობა. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 35 10. გასაუბრების მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად გასაუბრება ფიქსირდება წერილობით და ხმის ჩამწერი მოწყობილობის გამოყენებით. გასაუბრების აუდიოჩანაწერი თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში ინახება. ამ პუნქტის საფუძველზე მიღებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. |