Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 45 უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა გადმოცემა. 1. მსჯავრდებულის გადმოცემის საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება ან უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა. 2. დაინტერესებული პირის განცხადებას/უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობას უნდა ერთოდეს: ა) მსჯავრდებულის სრული საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები და სხვა ინფორმაცია); ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მსჯავრდებულის საქართველოს მოქალაქეობას ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს; გ) განმცხადებლისათვის გადმოსაცემი მსჯავრდებულის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ განმცხადებელი ახლო ნათესავია – შესაბამისი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის ან დაინტერესებული პირის განცხადების მიღებისთანავე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 45 4. თუ მსჯავრდებულის გადმოცემის პროცედურის დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინაშე ადგენს პირველად შუამდგომლობას მსჯავრდებულის გადმოცემის საკითხის განხილვის დაწყების თაობაზე. პირველადი შუამდგომლობა მოიცავს გადმოცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტების მოწოდების თხოვნას და არ წარმოადგენს შუამდგომლობას გადმოცემის შესახებ. 5. თუ მსჯავრდებულის გადმოცემის პროცედურა უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობით ხორციელდება და შუამდგომლობა არ შეიცავს ყველა საჭირო დოკუმენტსა და მონაცემებს ან/და მოწოდებული მასალა არ არის საკმარისი მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან გამოითხოვს საჭირო მასალებს. 6. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაინტერესებული პირისგან იღებს წერილობით დასტურს მსჯავრდებულის გადმოცემისათვის საჭირო ხარჯების გაღების თაობაზე, რომელიც სხვა დოკუმენტებთან ერთად, მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეგზავნება პენიტენციურ სამსახურს. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 45 7. მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადგენს დასკვნას მსჯავრდებულის გადმოცემის შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ უფლებამოსილი პირი. 8. უარყოფითი დასკვნის შედგენის შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების მითითებით, 1 კვირის ვადაში ეცნობება დაინტერესებულ პირს/შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს. 9. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა დადებითია, მისი დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოში აღსასრულებელ განაჩენს მსჯავრდებულის გადმოცემასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად უგზავნის შესაბამის სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით. 10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოდან მიღებული განჩინების ასლი თარგმანთან ერთად ეგზავნება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. სასამართლოს განჩინების ასლს უნდა დაერთოს შუამდგომლობა გადმოცემის შესახებ. 11. თუ უცხო სახელმწიფო დაადასტურებს მსჯავრდებულის გადმოცემის სურვილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ იუსტიციის მინისტრის ბრძანების პროექტს. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 45 12. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ მინისტრის ბრძანებას გადმოცემის პროცედურების განხორციელებისათვის უგზავნის პენიტენციურ სამსახურს. 13. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გადმოცემული მსჯავრდებულის უცხო სახელმწიფოში ამნისტიის ან შეწყალების აქტით, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებით ან სხვა კანონიერი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან/და სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ განაჩენის გამომტანი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართავს პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თხოვნით. |