Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 88 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების, მისი მოვლა-პატრონობის, მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების, ქუჩის, მოედნის სახელდების წესების დარღვევა. 1. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევა, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება, რაც დაკავშირებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულების შეუსრულებლობასთან, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 10000 ლარით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის მიმართ, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 7000 ლარით, იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 12000 ლარით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის მიმართ, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 9000 ლარით, იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 15000 ლარით. 4. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების, ქუჩის, მოედნის სახელდების წესების დარღვევა, – |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 88 გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე. 5. ამ მუხლით განსაზღვრული დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გასამმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით, ყოველ 6 თვეში. |