FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

article  14

კომისიის ბიურო. კომისიის მდივანი. კომისიის ბიუროს უფლება-მოვალეობებია:
    ა) კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
    ბ) დაინტერესებული პირებისათვის დახმარების გაწევა საჩივრების სათანადოდ მომზადებაში;
    გ) კომისიის ან/და კომისიის კომიტეტის დავალებით სხვა მოვალეობების შესრულება.
2. კომისიის ბიუროს სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის წესდებით.
3. კომისიის მდივანი:
    ა) ადგენს კომისიის სხდომების ოქმებსა და სხვა საბუთებს; ბ)ზედამხედველობს კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულებას; გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში აღუსრულებლობის შემთხვევაში აცნობებს კომისიას;
    გ) არის კომისიის ბიუროს ხელმძღვანელი და პასუხისმგებელია კომისიის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებისათვის;
    დ) ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის ტექნიკურ და დამხმარე მოსამსახურეებს;
    ე) ასრულებს კომისიის მიერ მისთვის დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
4. კომისიის მდივანს უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება და მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
5. კომისიის მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.