Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 33 ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. 1. ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 2. ცენტრი ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საზოგადოების ეფექტიანი ინფორმირებისთვის საჭირო ინფორმაციის ფარგლებს და უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის: ა) გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას; ბ) ნაბეჭდი ეგზემპლარის ხელმისაწვდომობას. |