Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ article 9 საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გადაწყვეტილების მიღება. 1. საქართველოს სახალხო დამცველი აჩერებს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო: ა) დავას სასამართლო განიხილავს; ბ) მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება; გ) მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. 2. საქართველოს სახალხო დამცველი წყვეტს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო: ა) საქმეზე არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება; ბ) განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად არ დადასტურდა დისკრიმინაციის ფაქტი. 3. თუ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად დადასტურდა დისკრიმინაციის ფაქტი და დისკრიმინაციის შედეგები არ არის აღმოფხვრილი, საქართველოს სახალხო დამცველი საქმის გარემოებების გათვალისწინებით ასრულებს საქმის წარმოებას დარღვეული თანასწორობის აღსადგენად ღონისძიებების განხორციელების შესახებ რეკომენდაციის გამოცემით. |