Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ტყის კოდექსი article 53 ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები. 1. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული იურიდიული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით. 2. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობს შეარჩევს ტყის მართვის ორგანო ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. 3. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების წესი, მათ შორის, ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული იურიდიული პირისთვის შესაბამისი უფლების მინიჭების წესი, დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით. |