Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 129 კონცეფცია. 1. კონცეფცია არის დოკუმენტი, რომლითაც პარლამენტი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. 2. კონცეფციის პროექტი პარლამენტს წარედგინება კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. კონცეფციის პროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედი, გარდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. კონცეფციას პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით, ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. პარლამენტისთვის წარდგენილი კონცეფციის პროექტი გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. პარლამენტის ბიურო იღებს გადაწყვეტილებას კონცეფციის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და განსაზღვრავს წამყვან კომიტეტსა და სავალდებულო კომიტეტებს. პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კონცეფციის პროექტი განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 129 4. პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უფრაქციო პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი განიხილავენ კონცეფციის პროექტს და მასთან დაკავშირებულ, მოტივირებულ დასკვნებს არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენენ წამყვან კომიტეტს, რომელიც კონცეფციის პროექტსა და დასკვნებს გადასცემს პარლამენტის ბიუროს კონცეფციის პროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. 5. პარლამენტი კონცეფციას ამტკიცებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 6. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს კონცეფციას, საკითხი არაუგვიანეს 48 საათისა განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისა და კონცეფციის პროექტის ინიციატორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რის შემდეგაც იგი კვლავ განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. |