FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საგზაო მოძრაობის შესახებ

article  30

მარეგულირებელი და მისი სიგნალები.
1. მარეგულირებელი საგზაო მოძრაობას არეგულირებს იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგზაო მოძრაობის რეგულირება უნდა განხორციელდეს შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნების ან/და საგზაო მონიშვნების (ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − საგზაო მოძრაობისათვის დადგენილი წესების) მოთხოვნებისაგან განსხვავებულად, ან არსებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების საშუალებები ვერ უზრუნველყოფს დროის გარკვეულ მონაკვეთში საგზაო მოძრაობის ნორმალურ დინებას, ან საგზაო მოძრაობისას დაბრკოლებების ან საცობების არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
2. მარეგულირებელი საკმაო მანძილიდანაც კარგად ხილვადი და გასარჩევი უნდა იყოს როგორც დღისით, ისე ღამით. მარეგულირებლის სიგნალები კარგად უნდა ჩანდეს და საგზაო მოძრაობის მონაწილეებისთვის ერთმნიშვნელოვნად გასაგები უნდა იყოს. მარეგულირებელმა სიგნალი უნდა მისცეს დროულად, რათა მძღოლმა უეცარი მანევრით ან სიჩქარის სწრაფი შეცვლით არ შექმნას საფრთხე ან/და არ შეაფერხოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მოძრაობა.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  30

3. საგზაო მოძრაობას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ/განახორციელოს:
    ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო კოლონების გადაადგილებისას;
    ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას;
    გ) მაშველებმა და პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში, − სამაშველო სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად;
    დ) სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა − სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევისას;
    ე) ბავშვთა ჯგუფის გამცილებელმა (თანმხლებმა) − ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
    ვ) რკინიგზის თანამშრომლებმა − რკინიგზის გადასასვლელზე;
    ზ) საბორნე გადაზიდვის ორგანიზატორებმა − ნავსადგურში;
    თ) გზის მესაკუთრემ ან სხვა პირებმა, რომლებიც უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ დანიშნული არიან საგზაო მოძრაობის დროებით მარეგულირებლად, − საგზაო სამუშაოების შესრულებისას, ან შეთანხმებული ღონისძიების ჩატარების დროს, ან საგზაო მოძრაობის სხვა შეფერხების შემთხვევაში, ან გზის დროებით ჩაკეტვის დროს;
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  30

ი) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების ან სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების ტვირთის გამცილებელმა პირებმა − საგზაო მოძრაობის შეფერხების ან საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.
4. საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულონ საგზაო მოძრაობის მარეგულირებლის სიგნალების მოთხოვნები იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნების, საგზაო მონიშვნებისა და საგზაო მოძრაობის სხვა წესების მოთხოვნებს.
5. მარეგულირებლის სიგნალებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) ზემოთ აწეული ერთი ხელი − ეს ჟესტი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის ნიშნავს „ყურადღება, სდექ“ სიგნალს, გარდა იმ მძღოლებისა, რომლებიც უკვე ვეღარ შეძლებენ გაჩერებას მკვეთრი დამუხრუჭებისა და საკმაო უსაფრთხოების პირობების დაცვით. გარდა ამისა, თუ ეს სიგნალი მიცემულია გზაჯვარედინზე, მძღოლს, რომელიც უკვე შესულია გზაჯვარედინზე, შეუძლია განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე;
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  30

ბ) განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდა­პირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე;
    გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ­ლირებლის ზურგის უკან;
    დ) წითელი სინათლის მოძრაობა − ეს სიგნალი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის, რომელთა მხარესაც მიმართულია ეს სინათლე, ნიშნავს „სდექ“ სიგნალს.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  30

6. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სიგნალებისა, მარეგულირებელს უფლება აქვს, ხელების საშუალებით მისცეს მძღოლებსა და ქვეითებს მათთვის გასაგები სხვა სიგნალებიც.
7. მძღოლი, რომელსაც მარეგულირებელმა სიგნალის მიცემით აუკრძალა მოძრაობა, ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან (ან 7.16 საგზაო ნიშანთან), ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში:
    ა) გზაჯვარედინზე − გადასაკვეთი სავალი ნაწილის წინ (ამ კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად), ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება ქვეითს;
    ბ) რკინიგზის გადასასვლელის წინ − ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
    გ) სხვა ადგილას − შუქნიშნის ან მარეგულირებლის წინ, ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება იმ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, რომელთაც მიეცათ მოძრაობის უფლება.
8. თუ მარეგულირებელი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მოთხოვნას გადასცემს ხმამაღლამოლაპარაკე მოწყობილობით ან სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმართული ჟესტიკულაციით, მძღოლი უნდა გაჩერდეს მარეგულირებლის მიერ მითითებულ ადგილზე.
9. მარეგულირებელი სიგნალს აძლევს:
    ა) შავი და თეთრი ზოლების მქონე ხელკეტით;
    ბ) შუქამრეკლი წითელი დისკით;
    გ) დისკით, რომელზედაც გამოსახულია საგზაო ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“;
    დ) ხელით;
    ე) წითელი ან ყვითელი ალმით;
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  30

ვ) წითელი სინათლის მოძრაობით.
10. მარეგულირებლის მიერ სასტვენით მიცემული დამატებითი სიგნალი გამიზნულია საგზაო მოძრაობის მონაწილეების ყურადღების მისაპყრობად.